fbpx
17:11 | 2020-05-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოლომდე ვიბრძოლებთ! – მერაბ კობიაშვილის მეუღლე პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

ბოლომდე ვიბრძოლებთ! – მერაბ კობიაშვილის მეუღლე პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარედგინა.

 

ფაქტს „პრაიმტაიმთან“ მერაბ კობიაშვილის მეუღლე ნატა ქიტესაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ პროკურატურამ აღიარა განხორციელებული თავდასხმა, რასაც თავიდანვე უარყოფდა.

 

„მხოლოდ ხალხის აღშფოთების და ჩვენი გაპროტესტების შემდეგ მოიფიქრა პროკურატურამ ღამის პირველ საათზე წაეყენებინა ბრალი, ესეც მხოლოდ ფორმალურად, თითქოს მათი ბრალეულობა არ იყო გამოკვეთილი. სამი თვის განმავლობაში ელოდებოდა პროკურატურა არ ვიცი რას..

 

მას შემდეგ რაც გავაპროტესტეთ ოჯახმა და უცხო ადამიანები გამოხატავდნენ სამართლიან აღშფოთებას.

 

დილით წაუყენეს ჩემს მეუღლეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში, თითქოს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს სცემა, ფაქტზე, რომლიც მტკიცებულებაც საქმეში არ დევს, არის მხოლოდ მისი ჩვენება და მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს ჩემი მეუღლის ცემაზე და სამი თვის მანძილზე ეს მტკიცებულებები ჰქონდა პროკურატურას და რატომღაც არ წაუყენეს ბრალი.

 

საზოგადოების აქტიურობით წავიწიეთ ერთი ნაბიჯით წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ აღიარა მერაბზე განხორციელდა თავდასხმა, რასაც თავიდანვე უარყოფდა.ახლა გვაქვს წინა სასამართლო სხდომის შედეგებს ველოდებით, 13 ში მოხდება მტკიცებულებების გაცვლა და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – ამბობს მერაბ კობიაშვილის მეუღლე.

 

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

 

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X