13:50 | 2020-04-19 ავტორი: Prime Time

ბოლო ცნობები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან

ბოლო ცნობები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან

ამ დროისთვის, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 91 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია.

 

ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში 10 პაციენტი იმყოფება. 8 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზეა.

 

პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ რამდენიმე პაციენტის კვლევის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით უარყოფითი პასუხები მოვა, პაციენტები დატოვებენ კლინიკას

 

საუნივერსიტეტო კლინიკაში არცერთი ახალი კოვიდინფიცირებული არ იმყოფება.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის, 86 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ავტორი: Prime Time

X