fbpx
11:55 | 2020-10-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოლო წლების კიდევ 2 მასშტაბური თავდასხმა, რა დროსაც მძარცველებმა დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს

ბოლო წლების კიდევ 2 მასშტაბური თავდასხმა, რა დროსაც მძარცველებმა დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს

ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა მორიგი გახმაურებული ძარცვა, რომელმაც საზოგადოება და სრულიად მედიასივრცე აალაპარაკა. “პრაიმტაიმმა” ბოლო წლების კიდევ 2 მასშტაბური თავდასხმა გაიხსენა, რა დროსაც მძარცველებმა დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს, დამნაშავეებს კი სამართალდამცავი უწყება ამ დრომდე ეძებს.

 

საუკუნის ძარცვა თბილისში – როგორ გაუჩინარდა 10 მილიონი

 

5 წლის წინ, „საქართველოს ბანკიდან“ დამნაშავემ 10 მილიონამდე ლარის გატაცება მოახერხა.

 

მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის ილია გელაშვილი 2015 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ნაქურდალი ფული კი, წინასწარი შეთანხმებით, მისმა ნაცნობებვმა – თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ გადამალეს.

 

თანხის დიდი ნაწილი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

 

ვინ არის ილია გელაშვილი?

 

ილია გელაშვილი დაიბადა ბორჯომში, სკოლა დაამთავრა გორში. მისი ოჯახის და სხვა წევრების შესახებ ცნობილი არაფერია.

 

„საქართველოს ბანკში“ მუშაობამდე ილია გელაშვილი „პრივატბანკის“ თანამშრომელი იყო და აინკასაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

 

თუმცა, მას შემდეგ, რაც „პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შემოიერთა, ილია გელაშვილი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დაინიშნა.

 

სამუშაო დღის ბოლოს ინკასაციის მიერ ფილიალებიდან ამოღებული თანხის ტრანსპორტირების მეთვალყურეობა სწორედ გელაშვილს ევალებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ილია გელაშვილი

 

ძარცვა „ინტელექსპრესში“

 

არა ნაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა ქუთაისში მიკროსაფინანსო „ინტელექსპრესის“ ​ძარცვა. უცნობმა პირებმა 2020 წლის 19 სექტემბერს გამთენიისას, 04:06 წუთზე ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ორგანიზაცია ინტელექსპრესის ფილიალიდან 300 000 ლარი მოიპარეს.

 

მძარცველებმა სეიფიდან ძვირფასი ნივთებიც წაიღეს. ქურდებმა შენობის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში სწორედ ამ გზით შეაღწიეს.

 

დანაშაულის ჩამდენი პირები ამ მდრომდე იდენტიფიცირებულნი არ არიან. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო.

 

საცავის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო ხვრელი - ინტელექსპრესი ქუთაისის ფილიალში მომხდარ ქურდობაზე განცხადებას ავრცელებს - megatv.ge

ფოტო „ინტელექსპრესის“ სარდაფიდან

 

დაბოლოს, ძარცვა „საქართველოს ბანკში“

 

2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული თავდამსხმელი ,,საქართველოს ბანკში”  14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შევიდა.

 

თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი.

 

მანამდე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, მან 500.000 დოლარი, მანქანა ვერტმფრენი და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა მოითხოვა.

 

მასთან მოსალაპარაკებლად მოგვიანებით, სამხარეო პოლიციის უფროსი შევიდა, რომელიც მძევლებს, სავარაუდოდ, მისივე სურვილით ჩაენაცვლა. შემდეგ თავდამსხმელიმძევლებთან ერთად, სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილდა, სადაც კირცხის ტყის ტერიტორიაზე მძევლები დატოვა.

 

ამ დრომდე გრძელდება თავდამსხმელის დევნის ოპერაცია, რომელიც მოთხოვნილ თანხასთან ერთად მიმალვაშია.

 

რა ვიცით „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას შესახებ?

 

„საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელი, 32 წლის ბადრი ესებუაა. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში ცხოვრობს. ჰყავს ორი ძმა და მშობლები.

ადგილობრივების თქმით, ოჯახს ფინანსურად უჭირს. მამა, ტარიელ ესებუა სარეცხი მანქანების შემკეთებელია. თავად ბადრი ესებუა კი წარსულში სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. ის რამდენიმე თვით ავღანეთში, საერთაშორისო მისიის ფარგლებშიც იმყოფებოდა.

 

ესებუა იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის შესაძლო გადასვლას ეჭქვეშ აყენებს.

 

ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.

 

ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ სავარაუდო თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X