11:11 | 2020-05-19 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბოლო მონაცემები – როგორია Covid ინფიცრებულთა მდგომარეობა

ბოლო მონაცემები – როგორია Covid ინფიცრებულთა მდგომარეობა

19 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 456-ს შეადგენს.

 

პაციენტები სხვადასხვა კოვიდ ცენტრში არიან მოთავსებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

დღეს ინფიცირებულებს მხოლოდ ერთი შემთხვევა დაემატა. ის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, კოვიდ ცენტრებში ამ დორისთვის სულ 234 პაცინეტი მკურნალობს. სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და პაციენტებს შორის კი 210-ია.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილში 53 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდ ინფექცია 42-ს აქვს დადასტურებული.

კლინიკაში 10 ბავშვი რჩება. 2 პაციენტი აგრძელებს რეანიამციაში მკურნალობას.

კლინიკას კიდევ 3 გამოჯანმრთელებული ჰყავს. ასევე, საყურადღებოა 4 პაციენტის მდგომარეობა.

 

ინფექციური საავადმყოფო 

 

ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს. აქედან ორს მძიმე პნევმონია აქვს, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა და სტაბილურია.

 

დღეს საავადმყოფოში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვა სიტუაცია უცვლელია.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3787 ადამიანი, სტაციონარში რჩება 337.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები