11:40 | 2020-05-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბოლო მონაცემები – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა

ბოლო მონაცემები – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა

5 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული კი 240 ადამიანია.

 

პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან მოთავსებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 10 ბოლნისის წყაროს მიეკუთვნება. ერთის წყაროს კი ახლა იკვლევენ.

 

ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში სულ 355 პაციენტი მკურნალობს.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 78 პაციენტი მკურნალობს, აქედან ინფექცია 61-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა კლინიკაში არ ყოფილა.

 

11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ. ასევე,  ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

ინფექციურ საავადმყოფოში 57 პაციენტი იმყოფება, აქედან კოვიდ ინფექცია 54-ს აქვს დადასტურებული.

 

7 პაციენტი რჩება მძიმე პნევმონიით. ერთი პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია. მისი მდგომარეობა გაუარესდა და ჯერ სტაბილიზაცია ვერ ხერხდება.

 

ასევე, საავადმყოფოში 3 შესაძლო შემთხვევაა, რომლის პასუხსაც ელოდებიან.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 79 პაციენტი იმყოფება. აქედან კოვიდ ინფექცია 61-ს აქვს დადასტურებული.

 

რეანიმაციაში 5 პაციენტი რჩება, აქედან ორი მართვით სუნთქვაზეა.

 

სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კლინიკაში კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ბოლო 24 საათში კლინიკაში ახალი ინფექცია არ დადასტურებულა.

 

ასევ კლინიკაში იმყოფება ორი ორსული, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 604-მდე გაიზარდა
2020-05-05საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 604-მდე გაიზარდა

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X