fbpx
19:59 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება. მათგან 30 კორონავირუსით ინფიცირებულია.

 

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 12 პირის შემთხვევაში ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

 

პაციენტებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე ავადმყოფის კი პრობლემური.

 

„გარდა ამისა, შვიდი პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომლებიც განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ამ კორონავირუსის ინფექციების. ერთი იცით, რომ გაჯანმრთელებული გაეწერა. ანუ სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

                   

                                  ყველაფერი მოკლედ: რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X