16:54 | 2020-05-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბოლო დღე-ღამეში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 132 მოქალაქე დააჯარიმეს

ბოლო დღე-ღამეში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 132 მოქალაქე დააჯარიმეს

შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

პოლიციამ, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 მოქალაქე დააჯარიმა.

 

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 პირი დააჯარიმეს.

 

პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 13 ფაქტი გამოავლინა.

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 647

 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 372

 

გარდაცვლილთა რაოდენობა – 11

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4373 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები