20:43 | 2021-07-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საგანგაშო ინფორმაცია! – ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა

საგანგაშო ინფორმაცია! – ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ცნობისთვის, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  393 360-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X