10:08 | 2020-04-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა ჩინეთში არ დაფიქსირებულა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა ჩინეთში არ დაფიქსირებულა

ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ კი მხოლოდ 39 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვალების შემთხვევა იყო გამოვლენილი.

 

ასევე, ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტიტრბულია.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კორონავირუსით სულ 81,740 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3,331 გარდაიცვალა, ხოლო 77,167 გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X