19:21 | 2020-05-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბოლნისში, სოფელ მუშევანში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლნისში, სოფელ მუშევანში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა.

 

პარასკევიდან ბოლნისისსა და თელავში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას ვიწყებთ - ამირან გამყრელიძე
2020-05-20პარასკევიდან ბოლნისისსა და თელავში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას ვიწყებთ - ამირან გამყრელიძე
როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ, გუშინ გადაგზავნილი 67 საკვლევი მასალიდან ერთი დადებითია.

 

ამ დროის მონაცემებით, ბოლნისში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 75 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ასევე, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები