fbpx
23:29 | 2021-01-18 ავტორი: Prime Time

ბოინგის მგზავრები გამყინავად ითხოვდნენ შველას, მაგრამ მაშველმა ეს მხოლოდ თავისი გადაღებული ვიდეოს ნახვისას აღმოაჩინა – შემზარავი კადრები სოციალურ ქსელს მოედო (ვიდეო)

ბოინგის მგზავრები გამყინავად ითხოვდნენ შველას, მაგრამ მაშველმა ეს მხოლოდ თავისი გადაღებული ვიდეოს ნახვისას აღმოაჩინა – შემზარავი კადრები სოციალურ ქსელს მოედო (ვიდეო)

9 იანვარს ინდონეზიაში მომხდარმა ტრაგედიამ იმ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომლის შესახებაც ქვემოთ უნდა გიამბოთ, ახალი სიმძაფრით შეახსენა თავი. იმ დღეს კომპანია Sriwijaya Air-ის ბოინგი, რომელიც ჯაკარტადან პონტიანაკში მიფრინავდა, ზღვაში ჩავარდა. ბორტზე 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

 

ამ დღეებში სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე ვირუსულად ვრცელდება ვიდეორგოლი, რომელიც გააზიარა იმ ჯგუფის წევრმა, რომელიც მგზავრების საშველად ზღვაში კატერით გაუშვეს. ბიჭი იღებდა, როგორ მოძრაობდნენ მაშველები ძებნის ოპერაციის დროს. მაშინ მათ არაფერი უცნაური არ შეუმჩნევიათ. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ეს ვიდეო ნახეს, გაგონილმა ხმებმა ისინი შეძრა.

 

კადრებში მათ არამხოლოდ ქარის და ტალღების, არამედ ბოლო წამებში ქალების გამყინავი ხმაც გაიგონეს.

 

ვიდეოს ავტორი ქსელში ირწმუნება, რომ კადრები დაუმონტაჟებელია.

 

სერიბუს არქიპელაგის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც გააკეთა განმარტება გამოცემა Detik-თან და თქვა, რომ ვიდეო გადაღებულია 13 იანვარს და არც ის ფიქრობს, რომ კადრებზე ხმები ვინმემ დაადო.

ამის მიუხედავად, ამ ვიდეორგოლს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

 

ავტორი: Prime Time
X