fbpx
01:27 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

ბოიკოტის მიუხედავად, რომელი პარტია (არ) აიღებს დაფინანსებას?

ბოიკოტის მიუხედავად, რომელი პარტია (არ) აიღებს დაფინანსებას?

ოცნებამ, მიითვისა დაფინანსებაც, ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსიც, რაც დახარჯა და კიდევ დახარჯა – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ბოიკოტის შემთხვევაში, მაინც აიღებს თუ არა პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩიხრაძე პასუხობს: „ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს იმ დაფინანსებას, რაც მათ მისცა ქართველმა ამომრჩეველმა. უბედურება ისაა, რომ რაც ქართველმა ხალხმა მისცა ოპოზიციას „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა. მიითვისა ის, რაც არ ეკუთვნოდა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

განსხვავებული პოზიცია აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“.

 

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა. მე როდესაც ვთქვი, რომ არ შევდივარ პარლამენტში, იქ ესეც ვიგულისხმე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ავიღებთ იმ დაფინანსებას, როცა ჩატარდება ახალი, ლეგიტიმურად, ტექნოლოგიების დაცვით, რასაც ვითხოვთ, არჩევნები. იმ ჩვენს კუთვნილ დაფინანსებას პატიოსნად ავიღებთ. გაყალბებული არჩევნებიდან არაფერი არ გვჭირდება“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X