13:26 | 2020-04-10 ავტორი: თამარ გონგაძე

ბოდიში, რომ ანტიქრისტეს მიმდევრებს თავი ვერ მოვაწონე! – სოფო ბედია კრიტიკოსებს

ბოდიში, რომ ანტიქრისტეს მიმდევრებს თავი ვერ მოვაწონე! – სოფო ბედია კრიტიკოსებს

„ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ეხმაურებოდნენ ასეთ ისტორიულ თარიღებს სიმღერებით! დღეს ახალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს გამოწვევა covid-19-ია! ჩემი იდეით და ინიციატივით მომღერალთა 20 კაციანმა შემადგენლობამ გადავწყვიტეთ გამამხნევებელი მესიჯი გაგვეგზავნა საზოგადოებისთვის” – წერს ბედია სოციალურ ქსელში.

 

გამამხნევებელ მესიჯს კი საზოგადოებას მომღერლების ახალ თაობასთან ერთად, “ძველებიც” უგზავნიან, მათ შორის – გულიკო ჭანტურია, გია დავითიანი, თემურ თათარაშვილი…

 

სიმღერა სოციალურ ქსელში “აიგდეს”, არც კლიპისთვის დაუკლიათ – კორონა რომ არ გქონდეს, ამის მოსმენის შემდეგ – შეგეყრება, წერენ მსგავსი ხასიათის კომენტარებს.

 

“პირბადე თუ ჩაჯვია, ეს კლიპი სუპერ არა და, ჰიპერჩაჯვია. თან, ამ პანდემიის კონტექსტში, მართლა მკვლელი რელიგიური მოწოდებებით. კატასტროფა ყოველმხრივი!” – წერს ნიკა გვარამია.

 

“ტიტების” “ინსპირაციის” ქვეშ შექმნილი “ოჩერედნოი უჟას”. We are The World-ის კოპირებაა” – ნინო მელიავა.

 

გამაკრიტიკებლების გარდა, ამ ჯგუფს მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ, მათ შორისაა პროდიუსერი და “პრაიმ შოუს” წამყვანი, ნოე სულაბერიძე.

 

 

“ადამიანებს გულწრფელად უნდოდათ რითიც შეეძლოთ გვერდში დგომა გამოეხატათ. იმ ფონზე როცა შოუ-ბიზნესი პატარ-პატარა გამონათებების გარდა ამ ქვეყანაში დედამიწაზე მეტად გაყინულია და მუსიკალური ჩარტებიც კი არ გვაქვს მარტო იმიტომ, რომ კლიპებს ვერ იღებენ და ამ მიზეზებით სხვადასხვა არხების ეთერებში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის, ასეთი ბულინგი მგონია არ მოსულა. რთულია სახლში ყოფნა მაშინ, როდესაც გინდა რაღაც მაინც გააკეთო მძიმე დროს. დაცინვა ყოველთვის მარტივია. ყველას არ შეუძლია “თბილისო”, “ტიტები”, “იები” და “ცივი ნოემბერი” დაწეროს, თუმცა მცდელობა მომაწილეობა მიიღო მსგავს თემატიკაში, განსაკუთრებით ასეთ დროს – დასაფასებელია.

ჩემი მხარდაჭერა ყველა მომღერალს” – წერს ნოე სოციალურ ქსელში.

 

კოლეგების ნამუშევარს გიორგი სუხიტაშვილი ეხმიანება. ის მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მოყვარეს პირში უნდა უთხრა, რომ ეს კარგი ნამუშევარი არ არის.

 

გიორგი სუხიტაშვილი: – “მოყვარეს პირში უძრახეო” – ხოდა, გეტყვით რომ ძალიან ცუდია ის, რაც დადეთ. პიროვნულად არასოდეს არავის არ ვეხები და არ მიყვარს ეს ჭორაობები მაგრამ ე.წ. კოლეგიალობა მხოლოდ ის არ არის, “რა კარგი რამე გადაგიღიათო” რო უთხრა.

 

არავისთვის კარგი არ გაგიკეთებიათ ამ ვიდეოს შექმნით!

 

ძალიან მწყდება გული იმ მომღერლებზე, ვისზეც ვთვლი, რომ არ უნდა იყვნენ ამ კლიპში.

 

ეს თემები არის ზედმეტად საფრთხილო – სამშობლო, ექიმები გმირები, რელიგია და ა.შ. ამ ვიდეოთი იმ ადამიანებს და მათ შრომას არ მიადგება ჩრდილი.

 

ამ ვიდეომ გვაჩვენა ის, რომ რიგი ადამიანები, ვერ ხვდებიან სად არიან, რომელი წელია, რა მოთხოვნები აქვს ქვეყანას, რა არის ხარისხი, ვის უნდა მიანდო ასეთი რამე (ან რა საჭიროა ეს ჰიმნები ყველაფერზე?)

 

სამეგობროს იქით თუ არ გაიხედებით, სულ ასეთი ხარისხის პროდუქტს შექმნით.

 

ხომ იცით (ვისაც შეხება გვაქვს ამ სფეროებთან, ტელევიზია, სტუდიები, რეჟისორები, რედაქტორები პროდიუსერები, მონტაჟი და ა.შ.) ასეთი მასალა რამდენ საფეხურს გადის იქამდე, ვიდრე ეთერში გავა, არც ერთ ეტაპზე არ გაგიჩნდათ კითხვა იმაზე, რომ კარგია თუ არა? როგორც ჩანს, არა, შესაბამისად მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.

 

და ამ კუინსი ჯონსის ჩინურ პატენტებს შეეშვით!

 

სუხიტაშვილის კრიტიკას სოფო ბედია “პრაიმტაიმის” მეშვეობით ეხმიანება. მომღერალი დასძენს, რომ ის კოლეგების კრიტიკაზე მეტად აღარ გააკეთებს კომენტარს.

 

სოფო ბედია: – რომელ ხარისხზეა საუბარი, ნაუცბათევად, როგორც შეგვეძლო და ცხოვრება როგორც გვიწყობდა ხელს, ისე გავაკეთეთ. მხოლოდ კეთილი და გასამხნევებელი მესიჯით გაკეთებული ვიდეორგოლია, რომლითაც სახლში დარჩენას მოვუწოდებთ. მე ხომ არ ვამბობ, რომ ეს იდეალური კლიპია, აქ მისი მესიჯია მთავარი და არა ხარისხი. ის მარტში, ცაიტნოტურ პირობებში ჩაიწერა და გაკეთდა. გვინდოდა, ხალხისთვის სიყვარული გაგვენაწილებინა.

 

რაც შეეხება ეკლესიის და პატრიარქის კადრების გამოყენებას, ძალიან გულშიჩამწვდომია. ვისაც შეგნებული გემოვნება აქვს, ძალიან მოეწონათ და შეეხოთ ეს კადრები. ბოდიში, რომ ანტიქრისტეს მიმდევრებს და პოლიტიკურად ანგაჟირებულებს თავი ვერ მოვაწონე.

 

რელიგია და პატრიარქი ჩემთვის უმთავრესია, მე ამას ყველგან ვიტყვი. ეს არ არის განსახილველი თემა. აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, უბრალოდ თქვენ შემატყობინეთ კოლეგის “საყვარელი” სტატუსის შესახებ. კოლეგებს აღარ გამოვეხმაურები. თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ რამე ავუხსნა.

 

ეს სიმღერა არც ცრხა აპრილისთვის მიგვიძღვნია, მისი ეთერში გაშვების თარიღი უბრალოდ დაემთხვა 9 აპრილს. რა შუაშია ცხრა აპრილი და ტიტები ამ სიმღერასთან?

 

სოფო,როგორ ფიქრობთ, რომელ მომღერალზე წყდება გიორგი სუხიტაშილს გული, რომელიც ამ ვიდეორგოლშია?

 

– საერთოდ არ მაინტერესებს ასეთი მიდგომის ადამიანების აზრი. გულდასაწყვეტია კოლეგა ასე რომ გამოდის და ლაპარაკობს. პასუხის გაცემასაც არ ვიკადრებ, რადგან უნდა ხვდებოდნენ, რომ ნაუცბადევად შეკრული ვიდეორგოლია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები