21:14 | 2021-03-07 ავტორი: Prime Time

Bloomberg: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსზე 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა

Bloomberg: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსზე 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა

Bloomberg-ის ცნობით მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის 299 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

 

გამოცემის ცნობით, ვაქცინირებულთა რაოდენობით შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც უკვე 87,9 მილიონი დოზაა გაცემული.

 

მეორე ადგილზეა ჩინეთი 52.5 მილიონი, მესამეზე ევროკავშირი, სადაც 39,8 მილიონი ადამიანია აცრილი. ხუთეულში შედის დიდი ბრიტანეთი (22,9 მილიონი) და ინდოეთი (20,7 მილიონი).

 

80-მდე აფრიკელი არალეგალი მიგრანტი ზღვაში გადაყარეს, მათგან 20 დაიღუპა
2021-03-0580-მდე აფრიკელი არალეგალი მიგრანტი ზღვაში გადაყარეს, მათგან 20 დაიღუპა

 

ყოველ ას სულ მოსახლეზე ვაქცინირებულთა მაჩვენებლით ისრაელი ლიდერობს. შემდეგ მოდის სეიშელის კუნძულები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალდივები და გაერთიანებული სამეფო .

ავტორი: Prime Time


X