fbpx
18:02 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

ბიჭს, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, 12 წლის ბავშვმა ფული აუგროვა

ბიჭს, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, 12 წლის ბავშვმა ფული აუგროვა

12 წლის მამუკა მამუკა გურულმა ნიკა ღვინჯილიასათვის, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, მციერდი თანხა კარდაკარ სიარულით ააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამუნა რუხაძე ავრცელებს.

 

„ეს სასწაულია, მეგობრებო არ ვიცი რა ვთქვა, ეს წუთია კარებზე დააკაკუნეს, კარი გავაღე და მამუკა გურული მომადგა.

 

უცნაურად მიყურებდა არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი და პირდაპირ მითხრა თამუნა დეიდა, მე კარდაკარ ჩამოვიარე და ნიკასთვის ფული ავაგროვეო, მოულოდნელობისაგან ეხლაც ვტირი… ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო.

 

ბიჭი მხოლოდ 12 წლისაა, ასეთ რამეს ვერც კი მოვიფიქრებდი. მამუკელა ჩემო საყვარელო, შენ გაიხარე საყვარელო როგორც

 

მე შენი საქციელით გამახარე და თან ამატირე ემოციებს ვერ ვმალავ ჩემო საყვარელო“ – წერს თამუნა რუხაძე

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

 

მას გულის უკმარისობა აქვს და იმისთვის, რომ სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს, გულის გადანერგვა სჭირდება.

 

ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ამძიმეს, რომ ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაუკეთონ, თუმცა, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

 

მისი დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია FZSLOO ექსტრა-პარა ან ინტრაკორპოლური VAD-ის (პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა).

 

ნიკოლოზ ღვინჯილიას მხარდასაჭერად ყველა ასაკის, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანები გაერთიანდნენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X