fbpx
16:20 | 2020-05-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ბიჭის მამა გავხდი!“ – ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძეს მეოთხე შვილი შეეძინათ

„ბიჭის მამა გავხდი!“ – ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძეს მეოთხე შვილი შეეძინათ

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის წყვილი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.

 

წყვილს ნანატრი ვაჟი შეეძინა, რომელსაც მიქაელ-გიორგი დაარქვეს. პატარას სახელი გიორგი დედამ შეურჩია, მამა გიორგი ბასილიძის საპატივცემულოდ.

 

ცოტა ხნის წინ, ხატიამ “პრაიმტაიმს” ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, როცა მეოთხე ბავშვზე ორსულობის შესახებ შევიტყვე, ქუთაისში მამა გიორგის საფლავზე გავემგზავრე და დავპირდი პატარა თუ ბიჭი იქნებოდა მის სახელს დავარქმევდი.

 

– ვერ ვხვდები რა ხდება, სამყარო და გალაქტიკები გაერთიანდა. ბიჭის მამა გავხდი, დაიბადა გიორგი მიქაელ ნოზაძე. ხატიამ დავით ქორიძის კლინიკაში იმშობიარა, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნანატრი ბიჭი მაჩუქა. უბედნიერესი კაცი ვარ.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X