17:36 | 2020-05-26 ავტორი: თათია ცუკოშვილი

 ბიჭი, რომელსაც გამუდმებით ამცირებდნენ, რადგანაც სწამდა ღმერთი – მამა შალვა კეკელია ერთი ჯარისკაცის ისტორიას წერს

 ბიჭი, რომელსაც გამუდმებით ამცირებდნენ, რადგანაც სწამდა ღმერთი – მამა შალვა კეკელია ერთი ჯარისკაცის ისტორიას წერს

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ისტორიას წერს, რომელსაც რწმენის გამო ხშირად ამცირებდნენ.

 

„ერთ დღეს კაპიტანმა მთელი სამხედრო ნაწილის წინ საჯაროდ მისი დამცირება მოისურვა. მან გამოძახა ის ჯარისკაცი და უბრძანა აეღო გასაღები და მისი ჯიპი გადაეყანებინა ავტოფარეხში. ახალგაზრდამ შეწუხებული ხმით უპასუხა რომ, მან მანქნის ტარება არ იცოდა…

 

კაპიტანმა კი მაშინ დაცინვით უპასუხა: თუ არ იცი, მაშინ შენს ყოვლისშემძლე უფალს სთხოვე დახმარება! გვიჩვენე, რომ ის არსებობს!“

 

ახალგაზრდამ გასაღები აიღო, მანქანაში ჩაჯდა დაიწყო ლოცვა და რამოდენიმე წუთში შესანიშნავად დააყენა მანქანა იმ ადგილას, სადაც კაპიტანს სურდა.

 

თუ ვაქცინა ასეთი სახით იქნება მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს - მამა შალვა კეკელია
2020-05-18თუ ვაქცინა ასეთი სახით იქნება მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს - მამა შალვა კეკელია

 

მამაკაცი ჯიპიდან რომ გამოვიდა, გაოცებული დარჩა, რადგანაც დაინახა რომ მთელი სამხედრო ნაწილი ტიროდა და ერთად, ერთხმაში მიმართეს ჯარისკაცს: – გვსურს შენს ღმერთს ვემსახუროთ! ახალგაზრდა ჯარისკაცმა გაკვირვა და იკითხა, თუ რა მოხდა. რატომ იწამეს მათ უფლის ძალა. ასე უცაბედად რამოდენიმე წუთში?

 

ატირებულმა კაპიტანმა ჯიპის წინა ნაწილი გახსნა და ახალგაზრდას დაანახა, რომ მანქანას ძრავა არ ეყენა! მან ძრავის გარეშე გადააყენა მანქანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

 

გახარებულმა ჯარისკაცმა შესძახა მის გარშემომყოფებს – ხედავთ? აი, ეს არის ღმერთი, რომელსაც მე ვემსახურები! ღმერთისთვის შეუძლებელი არ არსებობს..

 

რა შემთხვევის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება მამა შალვა კეკელიამ - უცნობი ფაქტი დეკანოზზე
2020-04-20რა შემთხვევის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება მამა შალვა კეკელიამ - უცნობი ფაქტი დეკანოზზე

 

ღმერთი, რომელიც სიცოცხლეს აძლევს იმას, რაც არის, უსულოსუსიცოცხლოც… ავადმყოფს…

 

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არსებობს ბევრი რამ დედამიწაზე რომლის შესრულება შეუძლებელი და გამორიცხულია, მაგრამ მერწმუნეთ , ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია!

 

დიდება უფალს! არასოდეს დაკარგოთ იმედი, რადგანაც ბოლო წუთსაც კი, როდესაც ყველაფერი თითქმის დამთავრდა და არაფერი დარჩა რომ გიშველოთ…

 

იცოდეთ რომ იმ ბოლო წამსაც კი შეუძლია უფალს თქვენი ხსნა , შეწყალება ! არასოდეს არ დაუხუროთ უფალს გულის კარი! უფალი მოწყალე და ყოვლისშემძლეა! დიდება უფალს! ( ბერძნულიდან თარგმნა ნატალია კაპანაძემ),“ – წერს მამა შალვა კეკელია.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

X