11:58 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

ბიჭი ბათუმის ტრაგედიის გმირებიდან – რიგითი მოქალაქის საოცარი ამბავი

ბიჭი ბათუმის ტრაგედიის გმირებიდან – რიგითი მოქალაქის საოცარი ამბავი

„იმ საშინელ დღეს, როცა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ, ერთი ახალგაზრდა კაცი ტრაგედიის ადგილს არ შორდებოდა. შორიდან ვუყურებდი, მივხვდი, რომ მაშველი არ იყო, როგორც ჩანს, მისივე უსაფრთხოებისთვის, არ ანებებდნენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას. მერე ჩაფხუტიც მისცეს და ნიჩაბიც, ეტყობა, ვერ “მოიშორეს”, ვერ დაარწმუნეს, რომ გვერდით მდგარიყო.“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაზი რეხვიაშვილი წერს.

ვინ არიან რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად გარდაცვლილები
2021-10-15ვინ არიან რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად გარდაცვლილები

 

„პოლიციამ ეზოში გაჩერების უფლება არ მოგვცა ჟურნალისტებს, სადარბაზოებში შევცვივდით და მეზობლებმა შეგვიშვეს, მათი აივნებიდან, ზემოდან, უკეთესად ჩანდა, როგორი თავგანწირვით იბრძოდა ყველა იმ ადამიანების გადასარჩენად, ეს ბიჭი კი, განსაკუთრებით. დაღლილი, გასავათებული მაშველები ერთმანეთს ცვლიდნენ, ის კი არ ჩერდებოდა.

 

რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, რომ ერთ-ერთ დაზარალებულთან კომუნიკაცია შედგა. ეს ახალგაზრდა იმ ადგილს გააფთრებული წმენდდა, დროდადრო ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს ესაუბრებოდა, ამხნევებდა.

 

ის კაცი გადარჩა, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა.

 

მეორე დღეს რომ მივედი, სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა.

 

შემთხვევით შევხვდი ეზოში, გავაჩერე, ვკითხე სახელი, ლუკა ჩორგოლაშვილი ვარო, მითხრა. ძალიან წუხდა, რომ სხვები ვერ გადაარჩინა. იმ ადამიანს დავპირდი, რომ ცოცხალს ამოვიყვანდი და ამოვიყვანეო. დაღლას ვერ ვგრძნობდი, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ მინდოდა დაჯერება, რომ ვერ ვუშველიდით, ვერ გადავარჩენდით სხვებსო.

 

„ბათუმის წყალში” ვმუშაობო, მითხრა. მეგობრებში არ მყავს და ასე საჯაროდ ვეტყვი, რომ ნამდვილი ადამიანია, ანუ ისეთია, როგორიც ყველა ადამიანი უნდა იყოს. ჩემი პირადი პატივისცემა და მადლობა მას“,- წერს ნაზი რეხვიაშვილი.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X