fbpx
15:16 | 2020-11-28 ავტორი: Prime Time

ბინა გადასცეს 12 წლის გოგონას, რომელსაც სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა

ბინა გადასცეს 12 წლის გოგონას, რომელსაც სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეექვსე კლასელ გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოჭოში განვითარებული სტიქიის შედეგად დაეღუპა, ბინა გადასცა.

 

გოგონას ბინა ბათუმში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. მას ასევე, დამატებით ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გადაეცემა ფინანსური დახმარება.

 

მეწყერის შედეგად სოფელ ჯოჭოში თედორაძეების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

 

მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა – თედორაძეების ოჯახის სამი წევრი და ორი სტუმარი.

ავტორი: Prime Time
X