00:28 | 2020-06-06 ავტორი: Prime Time

ბიძინა სამი დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო – გუბაზ სანიკიძე

ბიძინა სამი დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ის რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი სამი დღე ეხვეწებოდა – კენჭი იყარეო.

 

როგორც სანიკიძის საუბრით ირკვევა, ის ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობაზე დიდი ხვეწნის შემდეგ დაითანხმა.

 

„მე რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ფრონტის ხაზზე ვიდექი…

 

4 თვე „ეროვნულ ფორუმს“ არ ეკონტაქტებოდა და მერე მიხვდა, რომ „ფორუმის“ გარეშე ვერ მოიგებდა. სამი დღე მეხვეწებოდა – ქუთაისში წადი, კენჭი იყარეო.

 

ბიძინას არ მოუგია არჩევნები 2012 წელს. კოალიციამ მოიგო“, – ამბობს სანიკიძე გადაცემა „რეაქციაში“.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X