21:06 | 2021-04-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

ბიძინა კულუმბეგოვი იმ დაავადებებს ასახელებს, რომლის დროსაც ვაქცინაცია აუცილებელია

ბიძინა კულუმბეგოვი იმ დაავადებებს ასახელებს, რომლის დროსაც ვაქცინაცია აუცილებელია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმ დაავადებებს ასახელებს, რომლის დროსაც ვაქცინაცია აუცილებელია.

 

კულუმბეგოვის თქმით, აღნიშნული დაავადებები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გარდაცვალების რისკს ზრდის.

 

„ვაქცინაციის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ავადობა შემცირდეს, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შემცირდეს და სიკვდილობა შემცირდეს. ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ რისკის შემცველი დაავადებები, კოვიდის შემთხვევაში სიკვდილიანობა არის ასმაგად უფრო დიდი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. მათი აცრა შეიძლება კი არა, აუცილებელია. დიაბეტი – პირველი და მეორე ტიპი, ასევე არტერიული ჰიპერტენზია, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის პირდაპირი ჩვენება ვაქცინაციის გამოყენების. ანტიკოაგულანტების გამოყენება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი არის ის, რომ ინექციის ადგილას შესაძლებელია გაჩნდეს სისხლჩაქცევის ელემენტი მხოლოდ, თუ ანტიკოაგულანტზეა ადამიანი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X