23:50 | 2021-04-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბიძინა კულუმბეგოვი აღდგომაზე: უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ საქალაქო ტრანსპორტში და რეგულაციების არ დაცვაში

ბიძინა კულუმბეგოვი აღდგომაზე: უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ საქალაქო ტრანსპორტში და რეგულაციების არ დაცვაში

უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ საქალაქო ტრანსპორტში და რეგულაციების არ დაცვაში, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საუბრისას განაცხადა.

 

 

„წინა წელს მოლოდინის ქვეშ ვიყავით ყველა, რადგან ვხედავდით რა ხდებოდა ევროპის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ყველას გვქონდა იმის განცდა, ჩვენ რომ სადღაც შეცდომას დავუშვებდით და ფეხი გადაგვიბრუნდებოდა, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული. რეალურად ვნახეთ, რომ ფეხის გადაბრუნება შემოდგომაზე მოგვეწია.

 

ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ცხედარიც ენგურმა გამორიყა
2021-04-07ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ცხედარიც ენგურმა გამორიყა

 

მე მაინც ვფიქრობ, რომ ის რეგულაციები, რომელიც წინა წელს სააღდგომო ღამეზე იყო და ეს რამდენიმე საათით გრძელდება, ბევრმა ტაძარმა ადგილები მიუნიშნა, არავითარი პრობლემაა. უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ საქალაქო ტრანსპორტში და იმ რეგულაციების არ დაცვაში – სამწუხაროდ, მოსახლეობა მოდუნდა და პირბადეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ან შეცდომით, არ საერთოდ არ ატარებს. არ მგონია, რომ აღდგომის ღამეზე ჩვენ ამდენი უნდა ვისაუბროთ. ეს პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს, წინა წლის გამოცდილებაც გვაქვს. დანარჩენია მთავარი, ჩვენ იქამდე როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X