00:40 | 2020-10-14 ავტორი: Prime Time

ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა – ბიზნესმენი დავით ხიდაშელი

ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა – ბიზნესმენი დავით ხიდაშელი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დეტალურად აღწერს თუ როგორ მოიპოვა საქართველოს 1938 წლის რუკა და საქართველოს რომელ უწყებებს გადასცა.

 

როგორც ხიდაშელი „ღამის კურიერში“ აცხადებს, რუკის მოძიება თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

 

„რუკები გადავეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს ბატონ გახარიას და ერთი ეგზემპლარი, ბატონ ბიძინას. ვუთხარი აგერ თქვენ, რომ მთხოვეთ ყველაფერი გიპოვნე, ამოვქექე და გადმოგცემთ ამ თქვენ რუკას და თქვენ თვითონ გაარკვიეთ მომავალი საქართველო-აზერბაიჯანის საკითხი…

ვინ არის და რას საქმიანობს დავით ხიდაშელი - ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს
2020-10-14ვინ არის და რას საქმიანობს დავით ხიდაშელი - ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს

 

ბიძინა ივანიშვილს პირველად შევხვდი 2017-ში. მაშინ გავიცანი, მაგის მერე კავშირი არ მქონია, დაბადების დღეს ვულოცავდი, თვითონაც მილოცავდა, 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა.

 

მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა და რომ ჩავეძიე რა გინდათ და რაში სჭირდება ჩემი დახმარება, მითხრა, რომ დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალებიო“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

 

ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ავტორი: Prime Time

X