10:47 | 2020-08-24 ავტორი: Prime Time

ბიძინა ივანიშვილის განცხადება – „ქართული ოცნების“ ლიდერი შატილში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის განცხადება – „ქართული ოცნების“ ლიდერი შატილში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ შატილში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.

 

„შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი.

 

ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი მგზავრი კი დაშავდა. ექიმების თქმით, სამივე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

 

ავტორი: Prime Time

X