15:14 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად აბასთუმანში – ფოტო

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად აბასთუმანში – ფოტო

სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკა ხვედელიძის ფოტო ვრცელდება.

 

ფოტო აბასთუმანში ადგილობრივ ბავშვებთან ერთად არის გადაღებული.

 

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ხშირად სტუმრობს აბასთუმანს, სადაც მისი დაფინანსებით კურორტის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ადგილობრივების თქმით, სხვა სამუშაობთან ერთად პირველად ჩაუტარდა რეაბილიტაცია 30 წლის წინ აშენებულ საბაგიროს, რომლითაც ვიზიტორები ობსერვატორიაში ადიან. დასრულდა დიდი ტელესკოპის შენობის რეაბილიტაციაც.

 

„ქართუ ფონდს“ კურორტის ელექტრომობილებზე გადაყვანა სურს, რისთვისაც საზოგადოებრივი პარკინგის მშენებლობა უკვე დაიწყო.

 

დასრულდა 5-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები გადმოსახლდნენ. პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და მისი დაფინანსებით განხორციელდა. გარემონტებული ბინები მოსახლეობას უფასოდ გადაეცა. ამ ეტაპზე ისინი გაზის გადასახადისგან არიან გათავისუფლებულები.

 

აღდგენილია „ფილტვის ცენტრი“, რომელშიც პაციენტებს უფასოდ ემსხურებიან.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები