12:37 | 2020-03-30 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ბევრს ძაღლების თავშესაფარში ჩაბარება უნდა, შეიძლება სახლში შემოიტანონ ვირუსიო – ელიზბარაშვილის თავშესაფარი

ბევრს ძაღლების თავშესაფარში ჩაბარება უნდა, შეიძლება სახლში შემოიტანონ ვირუსიო – ელიზბარაშვილის თავშესაფარი

ბევრს ძაღლის თავშესაფარში ჩაბარება უნდა, შეიძლება სახლში შემოიტანოს ვირუსიო – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი ავრცელებს. როგორც თავშესაფრის განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანები მათ ძაღლის ჩაბარების მოთხოვნით მიმართავენ, რადგან ეშინიათ რომ ცხოველი სახლში კორონავირუსს შეიტანს.

 

„პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ბევრო ოჯახი მოგვმართავს ძაღლის თავშესაფარში ჩაბარების თხოვნით. ზოგი მიზეზად ასახელებენ შიშს, რომ შეიძლება ძაღლმა კორონა ვირუსი შეიტანოს სახლში, ზოგი კი უმუშევარი დავრჩი და ვეღარ ვინახავო.
მინდა კიდე ერთხელ დარწმუნებით გითხრათ, რომ ძაღლი არ არის კორონა ვირუსის გამავრცელებელი.

სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩენილებს კი ვურჩევ, ჯობია თქვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი მშიერი იყოს, ვიდრე თავშესაფარში დარდისაგან მოკვდეს.

ვისაც არ გჯერათ, რომ პატრონისაგან მიტოვებული ძაღლი ტირის, დარდობს, ვარდება დეპრესიაში, წყალსაც კი არ სვავს და კვდება, შემოიხედეთ ჩვენ YouTube-ის არხზე“ – წერია თავშესაფრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ცხოველის დაავადების არც ერთი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით დადასტურებული არ არის.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები