
„ბევრი პედიატრი ამბობს, რომ სახლში დარჩენა კორონავირუსით ინფიცირების უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე სკოლაში წასვლა“,- ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკემ განაცხადა.
ინფორმაციას Europe 1 ავრცელებს.
„ბევრი პედიატრი ამბობს, რომ სახლში დარჩენა კორონავირუსით ინფიცირების უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე სკოლაში წასვლა.
თუმცა, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ამიტომაც ავამოქმედეთ მკაცრი სანიტარული პროტოკოლები.
უნდა გვახსოვდეს, რომ ნულოვანი რისკი არ არსებობს“,- აღნიშნა საფრანგეთის განათლების მინისტრმა.
კარანტინის რეჟიმის შემსუბუქების ფარგლებში საფრანგეთის რეგიონები მწვანე და წითელ ზონებად დაიყო. მწვანე ზონაში მოთავსებულ რეგიონებში სკოლები 12 მაისიდან გაიხსნება.
მშობლები წუხილს გამოთქვამენ, რომ ბავშვები, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების რისკის წინაშე დადგნენ.