fbpx
16:32 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

„ბევრი დრო აღარ გვაქვს… ვშიშობ, რამე არ მოვიწიოთ“ – მეუფე საბამ ქადაგებისას პატრიარქზე ისაუბრა

„ბევრი დრო აღარ გვაქვს… ვშიშობ, რამე არ მოვიწიოთ“ – მეუფე საბამ ქადაგებისას პატრიარქზე ისაუბრა

ნინოობის დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ ბოდბის მონასტერში იქადაგა.

 

მღვდელმთავარმა მრევლს მეორედ მოსვლის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება შეახსენა.

 

„ვინც მონასტერს ებრძვის აქ მყოფ დედებს კი არა, წმინდა ნინოს ებრძვის. მე ვშიშობ, ამის გამოც რამე არ მოვიწიოთ ჩვენს თავს.

 

ნუთუ დღესაც, არ იღვიძებს ადამიანში რწმენა, ან შიში, ან არ ვიყურებით მომავლისკენ.

 

პატრიარქმა ბრძანა, შეიძლება ხვალ იყოს მეორედ მოსვლაო. სამწუხაროდ, ბევრს ეს სასაცილოდ მოეჩვენა.

 

არ გასულა დიდი დრო, როცა მთელი კაცობრიობა განსაცდელის წინაშე დადგა და ამ ვირუსმა შეცვალა მსოფლიო.

 

პატრიარქი არცერთ სიტყვას არ ამბობს შემთხვევით და ემოციურ ნიადაგზე. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხედავს ღვთის ნებას.

 

87 წლის კაცმა კიდევ მაგალითი მოგვცა ყველას აღდგომის ღამეს. მოვიდა, წირვა ჩაატარა და არ წავიდა მანამ, სანამ რეგულაციის დრო არ დამთავრდა.

 

დღეს ადამიანები ითხოვენ ხელისუფლებისგან, რატომ არ სჯით მათ, ვინც რეგულაციები დაარღვიაო.

 

ჩვენ თუ რეგულაციები დავარღვიეთ, ამით ქვეყანა გადავარჩინეთ“, – აღნიშნა მეუფე საბამ ქადაგებისას.

 

მან ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა კათოლიკოს პატრიარქს.

 

„პატრიარქი ჩვენს გვერდში იქნება მანამ, სანამ ეს ჩვენს ერს სჭირდება. გავიმეორებ პატრიარქის ნათქვამს – ამისთვის ბევრი დრო ალბათ აღარ გვაქვს.

 

ამიტომ, გამოვიყენოთ ეს დრო, რომ პატრიარქთან ერთად, მის მხარდამხარ ვიაროთ უფლისაკენ.

 

ჩვენ პატრიარქი გვინახავს მომღიმარიც, შეწუხებულიც, მომტირალიც, და ამ ბოლო დროს ჩვენ ვხედავ ჯვარცმულ პატრიარქს.

 

ჯვარზე გაკრული მშვიდად, წყნარად ლოცულობს თავის ერისთვის და თავის ჯვარმცემელსაც არ განიკითხავს. ამიტომაც არის ის დიდებული“, – აღნიშნა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ (გიგიბერია).

 

ავტორი: Prime Time
X