fbpx
23:38 | 2020-05-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს“ – სკანდალური ვიდეო-მტკიცებულება ბასილაშვილის საქმეში

„ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს“ – სკანდალური ვიდეო-მტკიცებულება ბასილაშვილის საქმეში

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის უფელებადამცველის მიერ გაკეთებულ შედარებაზე, რომ ბასილაშვილი ამ საქმეში „წყაროს წყალივით წმინდაა“.

 

განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა - ადვოკატი
2020-05-26განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა - ადვოკატი

 

აბაშიძის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ბასილაშვილი სისტემატურად ძალადობდა:

 

„ანკარა წყალივითააო, საქართველოში წყალს როგორი ხარისხი აქვს კი ვიცით, ასეთი ხარისხი აქვს ამ საქმესაც, საკმაოდ დაბინძურებულია.

 

გულწრფელად გეუბნებით ყველას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი, პირველ რიგში სასამართლოსთვის.

 

სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენ და იმედი მაქვს სახალხო დამცველიც და თუ ვინმეს რაღაცა ეჭვი მაინც აქვს დღეს, რომ პროვოკატორია ადამიანი, ის ნახავს ვიდეოკადრებს.

 

წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე - ირმა ჭკადუა
2020-05-26წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე - ირმა ჭკადუა

 

სრული პასუხისმგებლობითგეუბნებით, სადაც ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს, ასეთი ვიდეოკადრები არსებობს“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X