17:06 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

ბევრ ადამიანს ვხვდები და ცოტა საშიში ვარ – ამირან გამყრელიძე

ბევრ ადამიანს ვხვდები და ცოტა საშიში ვარ – ამირან გამყრელიძე

„ისპანკას შემდეგ ეს ალბათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი პანდემია იქნება. ეს გათავისებული აქვს ხალხს და საზოგადოების დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობას იცავს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებამ საფრთხის სერიოზულობა გაითავისა, თუმცა რჩება ადამიანთა კატეგორია, ვინც რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

 

„თუ შეიძლება რამე მიხაროდეს დღეს, მიხარია ის, რომ საზოგადოებაში სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდით დგომის სურვილი მაღალია.

 

ისპანკას შემდეგ ეს ალბათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი პანდემია იქნება. ეს გათავისებული აქვს ხალხს და საზოგადოების დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობას იცავს, მაგრამ მაინც არის ადამინათა კატეგორია, ვინც არ იცავს რეკომენდაციებს და დღეს მინდა მათ მივმართო: საუკეთესო მეთოდი იმისთვის, რომ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ შევიდეთ, სოციალური დისტანცირებაა.

 

დარჩნენ სახლში, ნუ წავლენ დიდი თავშეყრის ადგილებში, ნუ გადაიხდიან დიდ ქორწილებს, დიდ სუფრებს. იარონ ორ-ორმა, მაქსიმუმ, სამ-სამმა ჰაერზე და არა ჯგუფურად, თავი ავარიდოთ თათბირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მის სამსახურში თათბირები დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს:

 

„ძალიან მიხარია, რომ ყველამ გავითავისეთ და ვისწავლეთ კარგად ხელების დაბანა. ჩემთან დგას ახლა სანტაიზერი და ვიმუშავებ ხელებს. აქ რომ არიან თქვენი თანამშრომლები, დაიმუშავეს ხელები, გავლენ დაიმუშავებენ ისევ, გაწმენდენ ჩემ ყურსასმენს. მე ბევრ ადამიანს ვხვდები და ცოტა საშიში ვარ, მაგრამ ნუ გეშინიათ, არ ვარ მაინცდამაინც საშიში“, – აცხადებს გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა ფიქსირდება.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები