14:35 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

ბერლინიდან სპეცრეისით ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩამოვიდნენ

ბერლინიდან სპეცრეისით ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩამოვიდნენ

გერმანიიდან ჩამოყვანილი 30 მგზავრი კახეთის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

 

ბერლინიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილ მოქალაქეებს შორის, ორსული ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის, განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირებიც არიან.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში გადაყვანილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია.

 

„ბუნებრივია, ყველას ვაკვირდებით. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია.

 

საინკუბაციო პერიოდს საკარანტინო სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებენ. არიან ორსულებიც, ბავშვებიც და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის 11 საკარანტინე სივრცეში 444 პაციენტი რჩება.

 

ჯერჯერობით, რეგიონში, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, არ გამოვლენილა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +