fbpx
13:24 | 2020-06-08 ავტორი: Prime Time

ბერძენი მეცნიერი საქართველოს ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს

ბერძენი მეცნიერი საქართველოს ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს

ბერძენი მეცნიერი ანასტას იოანიდისი საქართველოს ისტორიის გაყალბებაში და ცრუ-მითების შექმნაში ადანაშაულებს.

 

ის აღშფოთებულია თანამედროვე ქართული საისტორიო შეხედულებებით კოლხეთის შესახებ.

 

ამ ბერძენი ავტორის თქმით, „ძველბერძნულ მითოლოგიაში კოლხიდა ერქვა ბერძნულ სამეფო „ეა“-ს, აღმოსავლეთშავიზღვისპირეთში, რომელსაც მართავდა მეფე აიეტი, მზის ღმერთის ჰელიოსის ვაჟი, ხოლო კოლხების ტომი მოიხსენიება, როგორც აიეტის შავკანიანი მეომრები“.

 

ანუ ამ ვერსიით, ბერძნულ სამეფო კოლხიდაში მმართველები ბერძენი გმირები იყვნენ, ხოლო კოლხების ტომი მათი მორჩილი შავკანიანი მეომრებისაგან შედგებოდა.

 

სკანდალური და უნიკალური ფოტოები მე-19 საუკუნის საქართველოდან - აი, რა აღმოჩნდა ნეგატივებზე
2020-04-15სკანდალური და უნიკალური ფოტოები მე-19 საუკუნის საქართველოდან - აი, რა აღმოჩნდა ნეგატივებზე

 

ანასტას იოანიდისი წერს: „ამ მითების შექმნა არაფრით არ უკავშირდება კავკასიაში მცხოვრებ ბარბაროსულ ტომებს, მით უმეტეს კოლხებს – ეგვიპტელ კოლონისტებს“.

 

კოლხებთან დაკავშირებით ბერძენი ისტორიკოსი წერს – „ბერძნული მითოლოგიის გმირების კოლხებად გადაქცევისას ქართველი ფალსიფიკატორები მიისწრაფიან ძირეულად „გააქართულონ“ ძველბერძნული მითები, კოლხებს წარმოდგენენ ვითარცა თანამედროვე ქართველების (მეგრელების) ძველ წინაპრებს“.

 

ის წერს – „ანტიკურ დროს, კავკასიის შავიზღვისპირეთი წარმოადგენდა ძველბერძნული ცივილიზაციის ფაქტორს, ხოლო იქ წარმოქმნილი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ბერძნული სამყაროს განუყოფელ ნაწილებს შეადგენდნენ. ამ მითების წარმოქმნა – ძველბერძნული ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია“.

 

ბერძენი ისტორიკოსი იქვე განაგრძობს – „როგორც აღვნიშნეთ, კოლხები, თვითვე მიიჩნევდნენ, რომ ისინი იყვნენ ძველ დროს ეგვიპტიდან მოსული სესოსტრისის ჯარის შთამომავლები, ეს ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-5 საუკუნეში.

 

თავისი ერთერთი ლაშქრობისას ეგვიპტის ფარაონმა თავისი ჯარის ნაწილი დატოვა შვიზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაციისათვის“.

 

იოანიდისი აბობს: „ოფიციალური ქართული ისტორიოგრაფია ამტკიცებს, რომ კოლხების ტომმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ნაციის ფორმირების საქმეში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“.

 

ის წერს – „ძველბერძენი და რომაული ავტორების მეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ კოლხები და ქართულენოვანი ტომები – სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებია“.

 

ბერძენი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ანტიკურ საბერძნეთში, როდესაც ბერძენი პოეტები და მწერლები თხზავდნენ თქმულებებს პრომეთესა და ოქროს საწმისზე, ამ პერიოდში კავკასიელი ტომები მოიხსენებიან, როგორც ბარბაროსები, რომლებიც ყაჩაღობით ცხოვრობდნენ, არ გააჩნდათ არც დამწერლობა და არც ლიტერატურა.

 

იოანიდისი აღშფოთებით აღნიშნავს, რომ ქართველები ოქროს საწმის წარმოადგენენ კოლხური კულტურის ნაწილად, ხოლო მედეასა და აიეტს ქართველებად (კოლხებად).

 

ის ასეთ შეხედულებას მიიჩნევს უცოდინარობად, ასევე შეგნებულ სწრაფვად ძველბერძნული მითოლოგიის მითვისებისა და საკუთარი მითოლოგიის დაძველების სურვილად.

 

ბერძენი ისტორიკოსი სვამს კითხვას -„რა კავშირი აქვს ოქროს საწმისის მითს კოლხების ბარბაროსულ ტომთან, მით უმეტეს ქართულენოვან ტომებთან?“

 

„ქართველი ისტორიკოსები აყალბებენ ცნობილ მითს, ისაკუთრებენ მას და ქმნიან მითის საკუთარ ვერსიას, სასურველს რეალობად წარმოაჩენენ.

 

ძალზე უყვართ პროპაგანდირება, რომ ოქროს საწმისი კოლხების მიერაა შექმნილი, იმ ოქროთი, რომელიც მდინარეებში მოიპოვება. თითქოსდა ოქროს საწმისის შემოქმედი იყო ამჟამინდელი ქართველები (მეგრელები)…

 

ამ ცრუ თეორიის თანხმად, იასონმა კოლხების მიერ დამზადებული საწმისი მოიტაცა. აქტიურად საქმიანობენ ამ სიყალბის პროპაგანდირებისათვის და ამ ინფორმაციის გასავრცელებლად…

 

ქართულ ენაზე ჟურნალებსა და გაზეთებში ქვეყნდება მახინჯი სტატიები, ასევე აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმებს, სადაც გვიამბობენ, რომ ოქროს საწმისი ეს არის ქართველი ერის განუყოფელი, დაუფასებელი საგანძირი. ეს იგივეა კენტავრები ქართველებად ანდა მეგრელებად რომ გამოაცხადონ“, – წერს ბერძენი ისტორიკოსი.

 

„ქართველი ისტორიკოსები ფალსიფიცირების მახინჯი ფორმით ამტკიცებენ, თითქოსდა ძველი ბერძნული კულტურა არის კოლხური კულტურა“, – აღნიშნავს იოანიდისი.

 

საბოლოოდ ბერძენი ისტორიკოსი იქამდეც კი მიდის, რომ კოლხებს კაციჭამიებად მოიხსენიებს.

 

„რა კავშირი აქვს ოქროს საწმისის შექმნის მითს კოლხების ბარბაროსულ ტომთან და მით უმეტეს ქართულენოვან ტომებთან? ფალსიფიცირებული და „ქართულენოვან“ კოლხებადაა გადაქცეული აიეტი, მედეა და აფსირტე.

 

ქართველი ისტორიკოსების მიერ კოლხიდა ქართულ (მეგრულ) ქვეყნად ცხადდება მაშინ როცა არისტოტელე (ძვ. წ. 384-332) გვაცნობებს, რომ კავკასიის შავიზღვისპირა ტომები მიდრეკილიც კი იყვნენ კაციჭამიობისაკენ, ესენია კერკეტები, მოსხები, აბსილები, აბასკები, კერგეტიკები, ლაზები, ძიდრიტები, დრილები და სხვები, მათ შორის ეგვიპტური წარმოშობის კოლხები.

 

ქართველი ავტორები მიზანმიმართულად უარყოფენ ანტიკური ავტორების მეცნიერულ ნაშრომებს, აყალბებენ ანტიკურ ისტორიას, როდესაც კოლხებს გვისახავენ ქართველებად (მეგრელებად, ანდა ლაზებად)“, – წერს ბერძენი ისტორიკოსი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X