14:50 | 2020-05-05 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

3 მილიონი ნახვა ერთ დღეში – ბერას და ნანუკას ვიდეომ TIKTOK-ზე რეკორდი მოხსნა

3 მილიონი ნახვა ერთ დღეში – ბერას და ნანუკას ვიდეომ TIKTOK-ზე რეკორდი მოხსნა

პოპულარული აპლიკაცია TIKTOK კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

 

ე.წ. ტიკტოკერების რიცხვს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილიც შეუერთდა.

 

საკუთარ გამომწერებს ბერა და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე თითქმის ყოველდღე უზიარებენ ახალ ვიდეოებს, რომელსაც უკვე დიდი გამოხმაურებაც აქვს.

 

ბერამ “tiktok”-ზე გუშინ უმშვენიერეს ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებული მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც ერთ დღეში 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 

ბერა პოპულარულ აპლიკაციაში სულ რაღაც ორი კვირის წინ დარეგისტრირდა, თუმცა უკვე მისი გვერდი ტრენდულ პროფილებში მოხვდა.

 

ნანუკას და ბერას გუშინდელი ვიდეოს ნახვებმა, მუსიკოსის ყველაზე სკანდალური ვიდეოც კი გადაფარა, რომელიც მან მამასთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაიღო.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X

error: Content is protected !!