17:22 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი კორონავირუსის გამო გადაიდო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო საქმის განხილვა, კორონავირუსის გამო, გადაიდო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ახალი კორონავირუსი გახდა, რომლის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელის სასამართლოები საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ სასწრაფო და გადაუდებელ საქმეებს განიხილავს.

 

პრემიერს სასამართლო პროცესი 24 მაისს ჩაინიშნა.

 

შეგახსენებთ, ნეთანიაჰუ პირველი პრემიერ-მინისტრია ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება. მას სამ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღება, ნდობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობაა.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნეთანიაჰუს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება ქრთამის აღებისთვის, ხოლო მაქსიმუმ სამი წელი თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი