15:20 | 2020-07-31 ავტორი: Prime Time

ბენაშვილის N7/14-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ბენაშვილის N7/14-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბენაშვილის ქ. N7/14-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

 

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
2020-07-24ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

„ბენაშვილის 7/14-ში თბილისური ტიპის ეზოში მცხოვრებლები წლების განმავლობაში მძიმედ ავარიულ სახლში იმყოფებოდნენ. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ ულამაზეს სახლს 2020 წელს გავამაგრებდით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ. მსგავსი სამუშაოები მიმდინარე წელს 12 მისამართზე უკვე დასრულდა, 14 მისამართზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე საცხოვრებელი სახლი გამაგრდება“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი

ღირებულება 216 000 ლარია.

ავტორი: Prime Time

X