fbpx
18:48 | 2020-06-09 ავტორი: ნინი ტაველიძე

ბელგიაში ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს – მოსახლეობა ძეგლის დემონტაჟს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფონზე ითხოვდა

ბელგიაში ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს – მოსახლეობა ძეგლის დემონტაჟს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფონზე ითხოვდა

ანტვერპენში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს და მუზეუმში გადაიტანეს. ინფორმაციას Brussels Times-ი ავრცელებს.

 

 

ბელგიის მოსახლეობის ნაწილი ლეოპოლდ II-ის ძეგლების დემონტაჟს აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფონზე ითხოვდა.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძეგლს რამდენჯერმე ვანდალები დაესხნენ თავს, საღებავები ესროლეს და ცეცხლი წაუკიდეს.

 

ერთ-ერთი თავდასხმის დროს ძეგლს წითლლად ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები – „ვეღარ ვსუნთქავ“ დააწერეს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

ცნობისთვის, ლეოპოლდ II ცნობილია მდინარე კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობით. მისი ბრძანებით იქ მოეწყო სხვადასხვა კომერციული კამპანიები, რომელიც მიმდინარეობდა მოსახლეობის სასტიკი ექსპლუატაციით (თითქმის გენოციდამდე მიყვანით) და რეგიონის სიმდიდრის დაუფლებით.

 

1885-1908 წლებში არსებობდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში მეფისა და მისი ახლობლების პირადი საკუთრება იყო და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ლეოპოლდი განსაკუთრებულად სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ანხორციელბდა: კონგოს მაცხოვრებლები ითვლებოდნენ მეფის მონებად; სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ.

 

ლეოპოლდის მმართველობის პერიოდში კონგოს მოსახლეობა 20 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X