20:55 | 2020-08-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბეირუთში მამაკაცი, რომელიც აფეთქებამ ზღვაში ჩააგდო და 30 საათის განმავლობაში სისხლისგან იცლებოდა, გადარჩა

ბეირუთში მამაკაცი, რომელიც აფეთქებამ ზღვაში ჩააგდო და 30 საათის განმავლობაში სისხლისგან იცლებოდა, გადარჩა

ბეირუთში მამაკაცი, რომელიც აფეთქებამ ზღვაში ჩააგდო და 30 საათის განმავლობაში სისხლისგან იცლებოდა, გადარჩა. ამის შესახებ xoonews.com-წერს

 

შემზარავი კადრები ბეირუთიდან - რას საქმიანობდნენ ადამიანები, როდესაც აფეთქება მოხდა
2020-08-06შემზარავი კადრები ბეირუთიდან - რას საქმიანობდნენ ადამიანები, როდესაც აფეთქება მოხდა

 

ბეირუთის პორტში დასაქმებული მუშის, ამინ-ალ ზაჰედის ფოტო სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსეს – იგი მითითებული გახლდათ აფეთქების შედეგად გაუჩინარებელ ადამიანთა სიაში.

 

Port of Beirut worker Amin al-Zahed, whose photo was posted on an Instagram page dedicated to locating missing residents, was reportedly found in the Mediterannean sea, 30 hours after the blast which rocked the city yesterday

 

ამასთან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, თუ როგორ უჭირავთ მაშველთა წევრებს სისხლით დასვრილი ადამიანი გემის გემბანზე. როგორც გაირკვა, იგი ალ-ზაჰედი აღმოჩნდა.

 

პორტის თანამშრომელი რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მიიყვანეს ბეირუთში.

 

ექიმები გაოცებული არიან და ვერ მალავენ თავიანთ გაკვირვებას, თუ როგორ მოახერხა ამდენი საათის განმავლობაში მძიმე ჭრილობების ფონზე მყოფმა ალ-ზაჰედმა გადარჩენა.

 

შეგახსენებთ, რომ ბეირუთში ორი დღის წი მძლავრი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი 3-დან 5 მილიარდ დოლარამდეა.

 

დედაქალაქის გუბერნატორის თქმით, მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 200 000-დან 250 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

 

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, თუმცა მანამდე ქვეყნის პირველი პირები აცხადებენ, რომ ტრაგედია იმ საწყობიდან დაიწყო, სადაც  2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X