fbpx
14:23 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

„ბედნიერი არ ვარ. ეს ის არ არის, რასაც ნამდვილად ველოდი“ – რითია უკმაყოფილო გამარჯვებული ქართველი მებრძოლი

„ბედნიერი არ ვარ. ეს ის არ არის, რასაც ნამდვილად ველოდი“ – რითია უკმაყოფილო გამარჯვებული ქართველი მებრძოლი

28 წლის ქართველი მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში პირველი შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე პოლონელი მატეუშ გამროტი იყო, რომელსაც ამ ბრძოლამდე 17 შეხვედრიდან 17 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. ქუთათელაძეს კი ბოლო 5 წლის განმავლობაში ბრძოლა წაგებული არ ჰქონდა. ამის შესახებ primeambebi.ge წერს.

 

გამარჯვება გურამ ქუთათელაძეს დარჩა. მან მეორე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა. მესამე რაუნდში კი გამროტი ძალიან აქტიური იყო, თუმცა მსაჯებმა მოგება გურამ ქუთათელაძეს დაუტოვეს.

 

„ეს ჩემი ბრძოლა არ იყო. მე არ მომიგია. ბედნიერი არ ვარ. ეს ის არ არის, რასაც ნამდვილად ველოდი. მატეუშ, შენ ნამდვილი მებრძოლი ხარ. ეს შენი ბრძოლა იყო”, – განაცხადა ბრძოლის შემდეგ გურამ ქუთათელაძემ.

 

 

„ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!“ - რას წერს სოციალურ ქსელში კორონავირუსით ინფიცირებული მამუკა ხაზარაძე
2020-10-18„ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!“ - რას წერს სოციალურ ქსელში კორონავირუსით ინფიცირებული მამუკა ხაზარაძე
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X