fbpx
18:18 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო – ელისკა ტანზერის ისტორია

ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო – ელისკა ტანზერის ისტორია

ელისკა ტანზერის ისტორიაზე Mirror-ი წერს. ელისკა თავის შოკისმომგვრელ ისტორიაზე თავად ყვება.

 

მე და ჩემი ოჯახი აღმოსავლეთ სლოვაკიაში, უზარმაზარ, ნაცრისფერ საბჭოთა სტილის ბლოკებში ვცხოვრობდით. დედა და დეიდები, რომლებთანაც ვცხოვრობდი, სექს-მუშაკები იყვნენ. ასე აგროვებდნენ ისინი საკვებისთვის საკმარის ფულს.

 

დედაჩემი ბოშა იყო. ბებიაჩემი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო, სადაც მას ბოშური მემკვიდრეობის გამო აწამებდნენ. მას ნაცისტების მიერ ჩატარებული უხეში ექსპერიმენტების გამო ტანზე ნაიარევი ჰქონდა.

 

მამაჩემი გერმანელი იყო. იშვიათად, როდესაც მას სასეირნოდ გამოვყავდი, ხალხი სხვანაირად გვექცეოდა. ისინი ჩვენ გვიღიმოდნენ.

 

თმები სულ აჩეჩილი მქონდა და თანატოლები ხშირად ამის გამო დამცინოდნენ.

 

 

ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო. მაგრამ დეიდებმა მითხრეს, რომ სანამ ციკლი არ მექნებოდა, სამუშაოდ ვერ გავიდოდი.

 

მამაჩემი არასტაბილური ადამიანი იყო, მაგრამ დედასთან შედარებით ის სულ კარგად მექცეოდა. მამამ გააჩერა დედა, რომ მეც არ გავეგზავნე სექს-მუშაკად სამუშაოდ.

 

თუმცა, ამან ბოლომდე მაინც ვერ დამიცვა. დეიდაჩემი ძალით მტენიდა ბანანებს პირში, რომ სამუშაოდ მოვემზადებინე. 7 წლის ვიყავი, როდესაც დედამ სამუშაოდ წამიყვანა.

 

არაფერი გამიკეთებია. შიშველი ვცეკვავდი. ზოგჯერ როდესაც კაცები მიყურებდნენ, თავის თავს ეხებოდნენ. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მე მიყვარდა ცეკვა, ასე დედასთან ახლოს ვიყავი. მამაკაცები ხშირად ფულს მაყრიდნენ და დედას უხაროდა, მეც მიხაროდა.

 

 

6 წლის ვიყავი, როდესაც აბაზანაში პირველად ვიბანავე. ერთ დღეს, როდესაც მამა დამინახა რა მდგომარეობაში ვიყავი სასტუმროში წამიყვანა და აბაზანაში ჩამაწვინა.

 

შემეშინდა, ორთქლი, რომელიც აბაზანიდან ამოდიოდა მახსენებდა როგორ წვავდა ბებო ბოსტნეულს. მეგონა, რომ მამას ჩემი ცოცხლად მოხარშვა უნდოდა.

 

მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არ იყო. მამამ დამბანა. ეს იყო საუკეთესო შეგრძნება, ჩემმა კანმა თითქოს ფერი იცვალა. სხვანაირი გახდა. დედა სულ მიყვიროდა.

 

უცნაურია, მაგრამ მაინც მიყვარდა და ახლაც მიყვარს. 13 წლის ვიყავი როდესაც დედამ ჩემი გაგზავნა ბრიტანეთში გადაწყვიტა. მას უნდოდა წერა და კითხვა მესწავლა, რომ შემდეგ მისთვის სახლი მეყიდა.

 

Exclusive: ინტერვიუ ქალთან, რომელზეც ქმარი, დედამთილი და მული ძალადობენ
2020-05-21Exclusive: ინტერვიუ ქალთან, რომელზეც ქმარი, დედამთილი და მული ძალადობენ

 

მამასაც უნდოდა, რომ განათლება მიმეღო. მოვაგვარეთ ყველაფერი. როდესაც დედას ვუთხარი რომ მომენატრებოდა, უმადური მიწოდა და მითხრა, რომ ერთი სული ჰქონდა თვალით აღარ ვენახე.

 

ბრიტანეთში ერთ გოგოსთან და ბიჭთან ერთად ჩავედი. გზაში ჩვენ სარეცხი მანქანის ყუთში ვისხედით შეშინებულები.

 

როდესაც ბრიტანეტში ჩავედით, ერთი ქალის სახლში მივედით. ძალიან მომეწონა სახლი. ფერადი ფარდები იყო და ზოგჯერ ტელევიზორის ყურების შესაძლებლობასაც გვაძლევდნენ. ბევრს არ გვაჭმევდნენ, მაგრამ ამას მიჩვეული ვიყავი.

 

მიუხედავად ამისა, ეს ქალი ინგლისურად წერასა და კითხვას გვასწავლიდა. ერთხელ მასთან მეგობრები მოვიდნენ და მუსიკა ჩართეს.

 

მე ცეკვა დავიწყე. ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი ნიჭი შეამჩნია და ცეკვის გაკვეთილებზე წამიყვანა.

 

ლამაზი კაბები მომცეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მანამდე, სანამ ერთ დღესაც 16 წლის არ გავხდი.

 

წვეულებიდან სახლში ვბრუნდებოდი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. გზაში სამი კაცი შემხვდა, რომლებმაც დამიჭირეს, გამაუპატიურეს და ეს ყველაფერი გადაიღეს.

 

რომ გამეღვიძა იატაკზე ვიწექი, პირი გახეთქილი მქონდა, ლაპარაკი არ შემეძლო. თავზე ორი გოგო მედგა. მათ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

 

იქ უგონოდ რამდენიმე დღე ვიყავი. პოლიციამ გამოძიებაც კი არ დაიწყო. ისინი ძალიან უნდობლად მექცეოდნენ, რადგან მე პირადობის მოწმობა არ მქონდა.

 

შემდეგ ძალიან მძიმე დეპრესია დამეწყო. მამამ საიდანღაც გაიგო რაც დამემართა და მომაკითხა. სასტუმროში წამიყვანა.

 

ჩამეხუტა. ეს გაუპატიურების შემდეგ პირველი შემტხვევა იყო, როცა ვინმეს ჩემთან ჩახუტების შესაძლებლობა მივეცი.

 

მამა იატაკზე დაჯდა. ჩვენ საუბარი დავიწყეთ. მას უნდოდა, რომ უნივერსიტეტში მესწავლა.

 

მან მითხრა, რომ ცხოვრების ეს ეტაპი უნდა დამეხურა და სწავლა და ცეკვა გამეგრძელებინა. აბაზანის მიღების შემდეგ თავი შედარებით უკეთესაც ვიგრძენი.

 

როდესაც დედამ მომხდარის შესახებ გაიგო მითხრა „მათ ამ ყველაფრის გაკეთების უფლება ფულის გადახდის გარეშე მიეცი?“.

 

მამა ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა. მე გავაგრძელე სწავლა. პროფესიულ და კრეატიულ წერაში პროფესიონალის ხარისხი ავიღე. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ფული ვიშოვო.

 

სამსახურის გამო გამოსშვები საღამოც გამიცდენია. ტუალეტებს ვწმინდავდი. მაგრამ თან ვფიქრობდი „ამ შენობაში ყველაზე მაღალკვალიფიციური დამლაგებელი ვარ. ეს არც ისე ცუდია აღმოსავლეთ სლოვაკიაში გაზრდილი ბავშვისთვის“.

 

ზოგჯერ წვეულებებზე ვცეკვავ. ვალაგებ, მიყვარს ჩემი საქმე. მაგრამ ჩემი ოცნება მაინც ისა, რომ სრული დატვირთვით ვწერო და მწერალი გავხდე.

 

მე დავწერე წიგნი ჩემს ცხოვრებაზე, ჩემმა ოჯახმა ეს წაიკითხა. დედასთან და მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

 

მე უკვე დავუმტკიცე სხვებს ჩემი ღირსება. პირველ რიგში კი, საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ძლიერი ადამიანი ვარ!

 

ელისკა ტანზერის წიგნს სათაურად – „გოგონა არსაიდან“ ჰქვია.

წიგნს ზედ ასეთი წარწერა აქვს – შენს პიროვნებას განვლილი გზა არ განსაზღვრავს. ეს ოცნებებია, რომლებიც წინ მიგვიძღვიან!

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X