fbpx
11:33 | 2020-06-02 ავტორი: ნინი ტაველიძე

BBC: ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია

BBC: ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია

მინესოტის სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფლოიდს გული გაუჩერდა, მას შემდეგ, რაც ის მინეაპოლისის პოლიციელებმა დააკავეს. კერძოდ, სიკვდილი გამოიწვია „კისრის არეში დაწოლამ“.

 

სამედიცინო ექსპერტის ოფიციალურ დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადებები.

 

ოფიციალური ექსპერტიზა, ფაქტობრივად, ეთანხმება ოჯახის დაკვეთით ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას, რომ ფლოიდი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X