15:51 | 2020-05-11 ავტორი: ლიზი მეტრეველი

ბავშვს იტაცებენ და უკანა კარიდან მიჰყავთ! – კლინიკის პირველი კომენტარი ჩვილის ისტორიაზე

ბავშვს იტაცებენ და უკანა კარიდან მიჰყავთ! –  კლინიკის პირველი კომენტარი ჩვილის ისტორიაზე

მარიამ გეთიაშვილი შვილის დაბრუნებას ითხოვს.

 

სოციალურად დაუცველმა ქალმა რეფერალურ ჰოსპიტალში ნაადრევად იმშობიარა და ჩვილი 6-თვიანი ორსულობის შემდეგ გააჩინა.

 

ექიმების გადაწყვეტილებით, ბავშვი 3 თვე კლინიკაში უნდა დარჩენილიყო, რადგან მას ზონდით კვება სჭირდებოდა.

 

ახალშობილის დედის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკიდან ჩვილი ისე წაიყვანა, რომ მშობელს არ გააგებინა.

 

დღეს, ბავშვის დედამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადა, რათა ექიმებთან შეხვედრა მოეხერხებინა. ოჯახს კიდევ ორი მცირეწლოვანი ჰყავს.

მე “სტაიანკაზეც” ვმუშაობ, თუ ზემოთ ტრასაზე ვდგავარ და 20 თეთრს ვაგროვებ თუ რას ვაკეთებ, მე მინდა ჩემი შვილები ჩემ გვერდით იყვნენ და ჩემ გვერდით გაიზარდონ.

 

სოციალური მუშაკები, იმის მაგივრად რომ დაგვეხმარონ და გვერდზე დაგვიდგნენ, ბავშვს იტაცებენ და უკანა კარიდან მიჰყავთ!

 

– აცხადებს ჩვილის დედა მარიამ გეთიაშვილი

„პრაიმტაიმი“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ დაუკავშირდა. კორპორაციის პრესსამსახური გიორგი ნიორაძე აღნიშნავს, რომ 3 თვიანი ვადა გავიდა და ჩვილი კლინიკიდან გაეწერა. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, „ევექსი“ აღნიშნავს, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.

 

„აღნიშნული პაციენტს ესაჭიროებოდა ბინაზე გაწერა, შესაბამისად სოციალურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ ჩვილის მოვლა იქნებოდა მართებული სახელმწიფოს მხრიდან.

 

შესაბამისად, ჩვენ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, რაც მოვიდა შესაბამისი რეგულატორიდან. ჩვენი მხრიდან ყველაფერი დაცული იყო, ჩვენ ვართ სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი და ჩვენ ვემორჩილებით სახელმწიფო გადაწყვეტილებებს.

 

ეს ამბავი მოხდა წინა კვირას. ბავშვი იყო დღენაკლული, რომელიც მკურნალობას გადიოდა, დასტაბილურდა, მისი განვითარების დონე შეესაბამებოდა მოცემულ ასაკს. ესაჭიროებოდა ბინაზე გაწერა” – განაცხადა ნიორაძემ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები