fbpx
13:40 | 2020-04-28 ავტორი: თამთა თორდია

„ბავშვობაში ყოველ ღამით მამას მართმევდნენ, ან მიკლავდნენ … მამშვიდებდნენ, დიდხანს იცოცხლებსო“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე

„ბავშვობაში ყოველ ღამით მამას მართმევდნენ, ან მიკლავდნენ … მამშვიდებდნენ, დიდხანს იცოცხლებსო“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე

ისე ველოდებოდი ამ რიცხვს, თან რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო მეშინოდა, ორად გაიყო ჩემი ცხოვრება. რაც არ უნდა ჩავრთო, დავათვალიერო, ყველაფრის რიცხვს ვუყურებ და გულში ვამბობ აქ მამა მყავდა. აქ მამა აღარ მყავდა,- ამის შესახებ საკუთარ facebook-გვერდზე ნანუკა გოგიჩაიშვილი წერს.

 

„თავიდან ვითვლი რიცხვს და თვეს და ისევ …

 

„აქ მყავდა მამა მაგრამ, სამ თვეში ან გამოანგარიშებულ დროს ვიტყვი გულში და ისევ თავიდან ვამბობ იგივე წინადადებას, არ არსებობს რამეს შევხედო და არ გადავითვალო ის უბედნიერესი პერიოდი!

 

რატომღაც გულში და ტვინში უნებურად ვამბობ აქ მამას ამდენ ხანში წამართმევენ, ზუსტად ამ სიტყვებს წამართმევენ.

 

მიუხედავად ამ რეალობისა მაინც ვფიქრობ, რომ უმამობა არ არსებობს! ყველგან არის ზუსტად ჩემთვის!

 

ჩემი გამორჩეული ადამიანი, სად იყო კომიქსები შავ-ბნელ წარსულში დედას ნინიზე ორსულს მთელ ისტორიას ჩანახატებით უყვები სადაც დედა მე და ნინი მუცელში, ვარსკვლავები და ნახატის გმირები ვიყავით, რამდენ ისტორია გვაქვს ამას ვერაფერი წაგვართმევს.

 

მთელი ბავშვობა „ვიტანჯებოდი“ მამას გადამეტებული სიყვარულით, მთელი ორგანიზმით და სხეულით მიყვარდა და მიყვარს.

 

ბავშვობაში ყოველ ღამე ან მამას მართმევდნენ, ან სადღაც მიბავდნენ, ან მიკლავდნენ ყოველ ღამე მეღვიძებოდა ამ სიზმრებით დატანჯულს, რადგან ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სადარდებელი სულ პატარა ასაკიდან, მეღვიძებოდა მეტირებოდა და სულ მპასუხობდნენ არ ინერვიულო დიდხანს სიცოცხლეს ნიშნავსო!

 

იმ დღეებმა დამარწმუნა მამა საუკუნოდ იცოცხლებს ამაში ეჭვიც არ მეპარება.

 

არც ერთი დღე არ შეუწყვიტავს უცნობ ხალხს უამრავი ისტორიის მოყოლა, მოწერა თუ რა გაუკეთებია, თუ როგორ უყვართ, განა ოდესმე გაქრება ასეთი ადამიანი? არასდროს!

 

მამას არსებობას ყოველ წამს ვგრძნობ ის ცოცხალია და ჩემთანაა!

 

28 აპრილი როგორ მიყვარს, რომ დაიბადა და მარტო ჩემთვის გაიმეტა ღმერთმა ასეთი მამა, ჩემთვის და ნინისთვის! შეუდარებელი ვარსკვლავი, რომელიც იქიდან ანათებს დღემდე გზას.

 

გილოცავ დაბადების დღეს, როგორ მენატრები“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გოგიჩა დღეს 52 წლის გახდებოდა. 

 

ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე „გოგიჩა“ 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ის მძიმე სენს ებრძოდა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X