19:22 | 2020-06-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბავშვობა – ეს პროცესია. შეგრძნებით არასოდეს მთავრდება” – რეზო გაბრიაძე იუბილარია

“ბავშვობა – ეს პროცესია. შეგრძნებით არასოდეს მთავრდება” – რეზო გაბრიაძე იუბილარია

დღეს რეზო გაბრიაძე იუბილარია. ლეგენდარული მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მხატვარი 84 წლის გახდა. იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, მათ შორის: “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “სერენადა”, “არ დაიდარდო”, “ქვევრი”, “ფეოლა”…

 

კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა ...

 

მისი, როგორც მხატვრის ნამუშევრებიც ამ ფილმებივით მაღალი დონისაა. გაბრიაძის ტილოები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში “შადრევნის სახლში” ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი)…

მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში; საფრანგეთსა და რუსეთში.

 

რეზო გაბრიაძის მოთხრობების ...

 

1981 წელს მის მიერ თბილისში დაარსებულ მარიონეტების თეატრში რეზო გაბრაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც თავად არის. მისი თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა და ამით არის უნიკალური. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჩკორი…

 

იმერეთში დაბადებულ-გაზრდილის, იმერული იუმორით შეკმაზული მისი ფილმები ბევრს გვიყვარს. და ამ ფილმების ფრაზები დაუვიწყარია, სიტუაციურად, ამდენი წლის შემდეგ, დღემდე ვიყენებთ.

 

ორი წლის წინ ანიმაციური ფილმი – “ჰარი, ჰარალე, დედაო” გამოუშვა, ავტობიოგრაფიული, საოცარი გულწრფელობით მონათხრობი ამბავი, ბანოჯაში დაბადებულ მსოფლმხედველობაზე.

 

Театр Габриадзе снова в Москве | | Журнал Дом и Интерьер

 

აი, რას წერს დღევანდელი იუბილარი ბავშვობაზე.

 

რეზო გაბრიაძე: – ბავშვობა – ეს პროცესია. შეგრძნებით ის არასოდეს მთავრდება. როცა მუსიკა გესმის ან ხელოვნებას ხედავ – მთლიანად მეორდება, ბედნიერება მეორდება. ბავშვობა, ალბათ, ბედნიერებაა. გახსოვთ, ბავშვობაში რამდენი მზიანი დღეა? და ქარის ან ნიავის მხოლოდ ორი-სამი დაკვრა, რომლებიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდება. ერთი ქარი – თბილია, თითქოს შენობიდან გიბერავთ, უბერავს, როცა გაზაფხული მოღონიერდება…

 

არის სუნები, რომლებიც გეწევიან, რაღასაც გახსენებენ. ცხოვრების ისეთი, ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის. ახლად შეღებილი მერხის, ოლიფის, აცეტონის სუნი… კიტრისაც… ის ჩემში ტალღის სუნის ასოციაციას იწვევს. ჩემს ბავშვობაში კიტრი ზაფხულსა და ზღვას ემთხვეოდა.

 

ყველაზე მშვენიერი მაინც – ქარია. ყველა მდგომარეობა მიყვარს: უნაზესი მსუბუქი ქროლვიდან დაწყებული – გრიგალით, ქარიშხლით დამთავრებული. ნუთუ შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი ხმა, ვიდრე თუნუქისა, რომელიც ქარისგან გრიალებს? ან როცა მილშია?.. ახლა კიდევ რა გავიფიქრე: სცენაც ათი კვადრატული მეტრი მივიღე. ესე იგი, სცენა შეიძლება უფრო დიდი იყოს, მაგრამ მას ჩემი ბავშვობის ათ მეტრამდე ვავიწროებ. მათში ისევ ეტევა მთელი პლანეტა, გზები, ისტორია. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ემთხვევა. ღმერთო, რამდენი საოცრებაა ამ სამყაროში…

 

კულტურა პლუს-ს ფოტო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X