21:29 | 2020-05-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ბავშვისთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, დამუნჯდა” – როგორი დაბადების დღე გადაუხადა შვილს სალომე ბაკურაძემ კარანტინში

“ბავშვისთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, დამუნჯდა” – როგორი დაბადების დღე გადაუხადა შვილს სალომე ბაკურაძემ კარანტინში

კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ადამიანის გეგმები შეცვალა. ყველაზე მეტად ეს ფაქტი იუბილარ პატარებს წყვეტს გულს, რადგან დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრების გარეშე უწევთ.

 

მეგობრების გარეშე აღნიშნა გუშინ საკუთარი დაბადების დღე მომღერალ სალომე ბაკურაძის და პროდუსერ ლაშა ბასლანძის შვილმა ალესანდრო ბასლანძემ.

 

პატარა გუშინ 4 წლის გახდა, თუმცა მთავარი ოცნება, რომელიც მის დაბადების დღეზე უნდოდა მომხდარიყო მაინც მოხდა.

 

ცოლ დღუ-ს ფოტო.

 

– სალომე, როგორ აღნიშნეთ კარანტინში პატარას დაბადების დღე?

 

– ამას დაბადების დღის გადახდას ვერ დავარქმევთ, რადგან სანტის არცერთი მეგობარი არ ყოფილა დაბადების დღეზე.

საბედნიეროდ დიდი ოჯახი გვაქვს და ოჯახურ გარემოში გადავუხადეთ ბავშვს დაბადების დღე. დიღომში წავიყვანეთ ბებიასთან, სადაც სადღესასწაულოდ მორთული გარემო დავახვედრეთ.

 

შევუკვეთეთ მისთვის სასურველი ტორტი და მისი საყვარელი ზღაპრის გმირიც მოვიდა სანტის დაბადების დღეზე. ამბობდა, იქნებ მოახერხოს სპაიდერმენმა და მაინც მოვიდეს ჩემს დაბადების დღეზეო.

 

ერთი თვით ადრე დაიწყო ამაზე ბავშვმა ლაპარაკი, მამამისმა კი სტატუსი დაწერა, აღმოჩნდა, რომ მის მეგობარს აქვს გასართობი ცენტრი, ფორმები, ლაშამ მიაკითხა და ბავშვს მოუყვანა სპაიდერმენი და ჯამბაზი.

 

ბავშვისთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა დამუნჯდა. ვცდილობდი დისტანცირებულად ეთამაშა და  მორიდებით ვეუბნებოდი, იქნებ უკან დაიწიო დე-მეთქი, ბოლოს დაიღალა და მიტხრა, რა ვერ გაიგე, ძალიან მიყვარს სპაიდერმენიო.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +