02:33 | 2020-05-27 ავტორი: Prime Time

“ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა” – დოროყაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ჰყვება

“ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა” – დოროყაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ჰყვება

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა დეტალურად აღწერა ეპიზოდი, როდესაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ძალადობის ფაქტი მოხდა.

 

ნეკამ შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და იქ მოუწყო სკანდალი- რას ყვება ბასილაშვილის ადვოკატი
2020-05-26ნეკამ შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და იქ მოუწყო სკანდალი- რას ყვება ბასილაშვილის ადვოკატი

 

აბაშიძემ განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის 5 წლის ბავშვმა ყველაფერი დაინახა და მისი ჩვენება მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს.

 

ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროისთვის ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ბავშვი თავად ჰყვებოდა ძალადობის შესახებ.

 

აბაშიძე საქმეში მოსამართლის არაპროფესიონალიზმზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ საქმეში სახელმწიფოც აგებს პასუხს, რადგან ბავშვი ვერ დაიცვა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X