13:30 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

ბავშვი მთელი ცხოვრება, სიბერემდეც რვა წლის ასაკში იქნება გაყინული – პეტრე კოლხი სამეგრელოში მომხდარს ეხმაურება

ბავშვი მთელი ცხოვრება, სიბერემდეც რვა წლის ასაკში იქნება გაყინული – პეტრე კოლხი სამეგრელოში მომხდარს ეხმაურება

პეტრე კოლხი სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რვა წლის ბავშვი მთელი ცხოვრება, სიბერემდეც რვა წლის ასაკში იქნება გაყინული!..რთულია არ გაგეყინოს… ყველაფერი შეგძულდება ადამიანს“, – დაწერა პეტრე კოლხმა. 

 

VIDEO: 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს
2021-06-25VIDEO: 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს

 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

 

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.  არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.

 

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

მას შემდეგ რაც მომხდარზე შსს-მ მამა შვილი დააკავა, დაკავებულებს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.

 

 

ნახეთ ვიდეო: სამეგრელოში გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის სახლი დაწვეს

 

ავტორი: Prime Time


X