17:06 | 2020-07-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ბავშვი ძიძას გადმოუვარდა?! – მეზობელი შემთხვევის დღეს იხსენებს

ბავშვი ძიძას გადმოუვარდა?! – მეზობელი შემთხვევის დღეს იხსენებს

სამი წლის ბავშვი, რომელიც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, იმ დროს, სახლში ძიძას ჰყავდა.

 

ამის შესახებ „მთავართან“ მეზობელი ჰყვება.

 

„ძიძას გადმოუვარდა ბავშვი. მეზობლებმაც ასე თქვეს. პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა სწრაფად მოვიდა.

 

ჩვენი მეზობელი გოგო ყვიროდა, ბავშვი, ბავშვიო. ფანჯრიდან რომ გადავიხედე, საზარელი შემთხვევის მოწმე გავხდი.

 

გვიან ღამე დაასრულეს სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა, უამრავი ადამიანი მოვიდა.“ – აცხადებს მეზობელი.

 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა
2020-07-03მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

პატარა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

 

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X