23:12 | 2020-04-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

„ბავშვი ახლახან მეყოლა.. სახლში ვერ გავჩერდები, როცა ვხედავ რა დღეში არიან ჩემი კოლეგები“ – ექიმი, რომელიც CoVid-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს

„ბავშვი ახლახან მეყოლა.. სახლში ვერ გავჩერდები, როცა ვხედავ რა დღეში არიან ჩემი კოლეგები“ –  ექიმი, რომელიც CoVid-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს

ტრე ქვანი ნიუ-იორკში, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს.

 

BBC ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ტრე საზოგადოებას თავისი გამოცდილების შესახებ უყვება.

 

„არ ვიცი როგორ აღვწერო ის, რაც აქ ხდება. საშინელი დაძაბულობა და სტრესია. ძალიან დაზაფრულები ვართ. ექიმებისგან ყოველდღე სხვადასხვა ისტორიას ვისმენთ. ამბებს გარდაცვლილებზე, მწუხარებაზე, იმაზე, თუ როგორ ნერვიულობენ ადამიანები.

 

ბავშვი ახლახანს მეყოლა. 100 დღისაა. ვგეგმავდი 4-5 თვე მასთან გამეტარებინა და ძუძუთი გამომეკვება. მაგრამ როგორც კი ეპიდემია დაიწყო, ავნერვიულდი, ყოველ ღამე კოშმკარები მესიზმრებოდა.

 

ვიღვიძებდი თუ არა ეგრევე ჩემს კოლეგებსა და არსებულ ვითარებაზე ვფიქრობდი. სახლში გაჩერება აღარ შემეძლო, როცა ვხედავდი რა დღეში იყვნენ ჩემი კოლეგები“,- ამბობს ის.

 

ტრე საავადმყოფოში წავიდა.

 

„გული გვიკვდება, როცა ვხედავთ როგორ კვდებიან პაციენტები. ისინი ოჯახსაც ვერ ნახულობენ, რადგან ვიზიტორების შეშვების უფლება არ გვაქვს. ეს ყველაფერი ზედმეტად გვაშფოთებს. როდესაც საავადმყოფოში მივედი მხოლოდ ერთი N95 და ერთი სამედიცინო ნიღაბი მომცეს. მთელი ღამე უნდა მყოფნოდა ეს.

 

პანდემია რომ არ ყოფილიყო, საკმარისი სამედიცინო პერსონალი რომ ყოფილიყო, რომ არ გამეგო როგორ ტიროდნენ ყოველდღე ჩემი კოლეგები, მე ჩემს შვილთან სახლში დავრჩებოდი და საავადმყოფოში გასვლა არ მომიწევდა.

 

ლიცენზიისა და სამსახურის გამო, ზოგი ამაზე საუბარს ერიდება. მაგრამ ეს სერიოზული საკითხია და სწორედ ამიტომ ალაპარაკდნენ ექიმები“,- ამბობს ტრე.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები