fbpx
13:55 | 2020-05-12 ავტორი: თამთა თორდია

ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა – პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი 

ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა – პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი 

ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა – ამის შესახებ პარიზში მოღვაწე ქართველმა პედიატრმა, ეკა კუციამ „მაესტროს“ ეთერში ილაპარაკა.

 

მისი თქმით, ბავშვებში სუნთქვის გაძნელებას და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა.

 

„ბავშვებში სუნთქვის გაძნელებას და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა – მაღალი სიცხე, ფაღარათი და მუცლის ტკივილი.

 

ამიტომ ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი, რომელიც 3 დღეზე მეტი გრძელდება, ნუ დაელოდებიან კარანტინის მოხსნას და ექიმს დროულად მიმართონ“, – განაცხადა პედიატრმა.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4769 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X