fbpx
00:33 | 2020-05-21 ავტორი: Prime Time

ბავშვებში ჩატარებული კვლევის საგანგაშო შედეგები – 15 წლამდე ასაკის მოზარდების 34.6% აზარტულ თამაშებს თამაშობს!

ბავშვებში ჩატარებული კვლევის საგანგაშო შედეგები – 15 წლამდე ასაკის მოზარდების 34.6% აზარტულ თამაშებს თამაშობს!

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებ-გვერდზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებში ჩატარდა.

 

კვლევის მიზანი იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება იმ ფაქტორების გამოვლინებით რომლებიც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, როგორიც არის ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური კონტაქტები, ოჯახი და პერსონალური თვისებები.

 

კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით 2018 წელს ჩატარდა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე.

 

კვლევაში მონაწილეობა საქართველოში 4235-მა სკოლის მოსწავლემ მიიღო.

 

გამოკითხვის შემდეგ ასეთი სურათი გამოიკვეთა.

 

ქცევის რისკები მოზარდებში

 

11 წლის ასაკის ყოველი მეათე (23% გოგონა და 19% ბიჭები) უცდიათ და ერთხელ მაინც მოუწევიათ ცხოვრების განმავლობაში, ამ მოსწავლეების წილი ასაკთან ერთად მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო 15 წლის ასაკიდან, მოზარდების წილი, რომელიც იწყებს მოწევას, მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. გოგონების 53% და ბიჭების 57% მიუთითებს იმაზე, რომ ეხლა ხანს დაიწყეს მოწევა.

 

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, ალკოჰოლი

 

15 წლის ასაკის 28% აცხადებს, რომ მათ სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაულევიათ (ბიჭების 34% და გოგონების 23%). ალკოჰოლის მოხმარება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმაოდ ყურადსაღებია. 11 წლის ასაკში თითქმის ყოველ მეხუთეს და 13 წლის ასაკში ყოველ მესამეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლური სასმელი. ეს წილი ყველაზე მაღალია 15 წლის ასაკში.

ალკოჰოლის მოხმარება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში

 

ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაფის გამოყენება

 

15 წლის ასაკის გამოკითხულთა მხოლოდ 3% -მა მიუთითა კანაფის (მარიხუანა, ჰაშიშის, და სხვა) გამოყენებაზე ერთხელ ცხოვრების მანძილზე, ხოლო 2.45% – ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ბიჭები გოგონებთან შედარებით 10-ჯერ უფრო ხშირად მოიხმარდნენ მარიხუანას გასული თვის განმავლობაში.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა

 

კვლევაში ახალგაზრდების უმრავლესობამ აღნიშნა მაღალი კმაყოფილება (76%), მოზარდების 40% აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობა „შესანიშნავია“, ხოლო 43% -მა უწოდა მის ჯანმრთელობას „კარგი“. ეს შეხედულებები იცვლება სქესის მიხედვით ასაკთან ერთად. ცხოვრებით კმაყოფილება გოგონებში ასაკთან ერთად მცირდება. ცხოვრებით კმაყოფილება სხვადასხვაა და მეტწილად განისასღვრება საცხოვრებელი ადგილით.  ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა თბილისში.

 

კმაყოფილი თინეიჯერების წილი ასაკისა და სქესის მიხედვით

 

ქრონიკული მდგომარეობები

 

კვლევაში გამოიკვეთა, რომ 11-15 წლის მოზარდების 7% -ს აქვს ქრონიკული დაავადება, ინვალიდობა. უფრო მეტიც, მოზარდების 6.1% მედიკამენტებს ღებულობდა ქრონიკული დაავადების გამო. შემთხვევების 3.1% -ში, დაავადებებმა გავლენა მოახდინა სკოლაში დასწრებაზე და სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე.

 

პირის ღრუს ჰიგიენა

 

პირის ღრუს ჰიგიენა ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის მთავარი ინდიკატორია. იგი მოიცავს მთელ რიგ დაავადებებსა და მდგომარეობებს, კბილის კარიესის ჩათვლით პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევები უნდა ჩამოყალიბდეს ადრეულ ასაკში. ჩვენი გამოკვლევით დადგინდა, რომ ახალგაზრდების 54% დღეში ერთხელ იხეხავს კბილებს.

 

მოზარდები, რომლებიც კბილებს დღეში ერთჯერ და მეტჯერ იხეხავენ, ასაკის მიხედვით

 

მოზარდები, რომლებიც კბილებს დღეში ერთჯერ და მეტჯერ იხეხავენ, სქესის მიხედვით

ქცევითი რისკები მოზარდებში

 

11 წლის ასაკის ყოველ მეათე (23% გოგონა და 19% ბიჭები) ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე ერთხელ ჰქონდა მოწევის მცდელობა, ამ მოსწავლეების წილი ასაკთან ერთად მატულობს.

 

აზარტული თამაშები

 

ცხოვრების მანძილზე 15 წლამდე ასაკის 34.6%- თამაშობდა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში – 27,5%, ბიჭები უფრო ხშირად ვიდრე გოგოები.

 

სასკოლო გარემო

 

სკოლები საქართველოში არის საჯარო ან კერძო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა განხორციელებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. გარდა განათლების უზრუნველყოფისა, სკოლა ბავშვებისთვის მთავარი სოციალური გარემოა. ჩვენი კვლევის თანახმად, კვლევის მონაწილეთა 47% -ს მოსწონს სკოლა, მაგრამ ეს წილი ასაკთან ერთად მცირდება. მოსწავლეთა 6% აცხადებს, რომ ისინი საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიან  სკოლაში.

 

ფიზიკური აქტივობა

 

კვლევაში გამოიკვეთა, რომ სოფლის მაცხოვრებელნი, ბიჭების დაახლოებით 32% და გოგონების 23%  ბოლო 7 დღის განმავლობაში, სულ მცირე 60 წუთი, ფიზიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ. ასევე დადგინდა, რომ 11-15 წლის ასაკის 35% -ს ჰქონდა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა 4 -6 ჯერ კვირაში და მეტი, ხოლო 13 ან 15 წლის ასაკში, 30% და 24%.

ფიზიკური დატვირთვა ბოლო 7 დღის განმავლობაში

ფიზიკური ძალადობა

 

რესპონდენტთა 36.9% აღნიშნა, რომ იგი ჩართული იყო ერთჯერ და უფრო მეტად ფიზიკურ ძალადობაში ბოლო 12 თვის მანძილზე. ბიჭებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი უფრო ხშირად არიან ჩართული ფიზიკურ ძალადობაში ვიდრე გოგონები. კვლევაში მონაწილეთა 36.9% ჩართული იყო მრავალჯერ ფიზიკურ აგრესიაში ბოლო ერთი წლის მანძილზე, მათ შორის. ბიჭების ჩართულობა ფიზიკურ ძალადობაში იზრდება ასაკთან ერთად.

 

ბულინგი

 

მოზარდთა 17% აღიარებს, რომ მათ მიუღიათ ბულინგში მონაწილეობა, მაგალითად დაუჩაგრავთ სხვები ერთხელ ან ორჯერ ბოლო თვის განმავლობაში. კვლევაში მონაწილეთა 14 % აღნიშნა, რომ ყოფილან ბულინგის მსხვერპლნი ერთხელ მაინც ბოლო თვეების განმავლობაში. 15 წლის ასაკის მოზარდთა შორის (27%) ბულინის შემთხვევები უფრო მაღალია ვიდრე 11- და 13- ასაკის მოზარდები (35% და 38% შესაბამისად). 15 ასაკის გოგონებში ბულინგის მსხვერპლთა შემთხვევები უფრო მაღალია ვიდრე ბიჭებში (29% შესაბამისად24%). გოგონათა 5 % და ბიჭების 17 % აღნიშნეს, რომ მათ მონაწილეობა მოუღია ბულინგის გამო ფიზიკურ ძალადობაში.

 

მოზარდთა პროცენტი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ბულინგში ბოლო ერთი თვის მანძილზე

 

სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X